სისხლის აღება მესტიაში - ნიუპოსტმა ბეჩოში მომხდარი თავდასხმის დეტალები გაარკვია
18:22, 18 Sep, 2020     1404
მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ ნიუპოსტმა დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის მოტივი წარსულში ჩადენილ მკვლელობას უკავშირდება.

ორ ოჯახს შორის დაპირისპირება წლებია მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მზია კვიციანს ოჯახის კუთვნილი ჯიხურიც კი დაუწვეს.

როგორც ირკვევა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში კვიციანსა და მის მეუღლეს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი სახლის სახურავზე იმყოფებოდნენ. დაჭრილი მზია კვიციანი მესტიის საავადმყოფოში იმყოფება. 55 წლის ქალს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ნიუპოსტი მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს. გამოძიება 19,108 - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და 236 -იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო
განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მორიგი ვიდეო
"ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება" - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს განვითარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე
"ეს იყო ჩვენი შეცდომა, ცოტა პოპულისტური გადაწყვეტილება.." - პაატა იმნაძე
ავარია წალენჯიხაში - 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე
იგორ გიორგაძე ბიძინა ივანიშვილს, შვედ და რუს ბიზნესმენებს შორის შუამავალია - სკანდალური ვიდეოჩანაწერი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42