პროკურატურას მკვლელის პოვნა არ უნდა - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
"რას ჰქვია უცხო დნმ-ი აღმოჩნდა მანქანაში, არ არის საინტერესო იმისთვის, აბა, რა არის საინტერესო. თუკი მარტო წავიდა და მარტო იკლავდა თავს, რატომ უნდა აღმოჩნდეს უცხო დნმ მანქანაში. იმის მაგივრად, რომ გაატარონ ევაკუატორი, დადონ ზედ მანქანა, რამდენად დაიჩხაპნება, თამარის მანქანას, როგორც ჰქონდა დაჩხაპნილი კარებზე. ჩაატარონ ეგ ექსპერიმენტი, მარტო ბუზებს რომ ითვლიან იქ და მაგით არიან დაკავებულები. რატომ არ ატარებენ? და მაგიტომ გადმოიტანეს ისევ აქცენტი და ყურადღება თვითმკვლელობაზე, რომ არ უნდათ ამის გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.
მასალის გამოყენების პირობები