მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:34, 18 Sep, 2020     1534

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და 16 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება.

რაგბის კავშირი განცხადებაში რამაზ ხარაზიშვილს გამოჯანმრთელებას და დროულად მოედანზე დაბრუნებას უსურვებს

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მით უმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს.

გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად და დროულად დაადგენენ სიმართლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა ქართულ რაგბს იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ურთულეს პირობებში მოძიებული იყო თანხა სარაგბო კლუბებისთვის შიდა ჩემპიონატების დასაწყებად. საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“ – ესაა ქართული რაგბის დიდი აღიარება და მრავალი თაობის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით „ექვსი ერის“ მესვეურებს ამ გადაწყვეტილებისთვის და“ მსოფლიო რაგბის“ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ.

სამწუხაროდ, ამ წარმატებების და წინსვლის ფონზე, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მით უმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

მიღებულია ერთხმად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრების მიერ." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იუნკერების გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42