ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას - ოთარ კახიძე
პოლიტიკა - 12:01, 19 Sep, 2020     676
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე ეხმაურება ოპოზიციური პარტიის აქტივისტ - ლევან ცუცქირიძეზე ჯგუფური თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს.

ოთარ კახიძის თქმით, ხელისუფლება ახალისებს ოპონენტებზე ძალადობას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ოთარ კახიძის თქმით, ასეთი ზონდერ ჯგუფების უკან დგას ქართული ოცნება და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიძიონს ეს ფაქტი.

„ხელისუფლება წლების მანძილზე ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

დღემდე დაუსჯელნი არიან:

2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები;

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები;

კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ ზონდერთა ჯგუფი და მათი კურატორები;

ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი;

გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები, და ა.შ.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას ქართული ოცნება.

ხელისუფლების მხრიდან ზონდერ ჯგუფების გამოყენება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ქმნის წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ფონს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენ საზოგადოებაში.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42