შემოდგომის ლეგენდა 2020 დაიწყო
განათლება - 13:48, 21 Sep, 2020     644

სწავლის დაწყების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 გამოცხადდა, წელს კონკურსი თავისი არსებობის მანძილზე მეთორმეტეჯერ ჩატარდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი კიდევ უფრო ფართოვდება და სთავაზობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში.

ლეგენდა ორ ეტაპად ხორციელდება, პირველ ტურში კონკურსანტები აგზავნიან თავიანთ ნებისმიერ ნაშრომს, ჟანრის და თემის მიუხედავად (მაქსიმუმ 3 თაბახის გვერდი), კონკურსის ონლაინ აპლიკაციის საშუალებით: https://forms.gle/J1p7aoooW6zdyJBV7 შიდა შესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც გადაინაცვლებენ ფინალურ ტურში და ჟიურის მიერ მოწოდებულ თემაზე 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება. წლევანდელი კონცეფცია ახალი რეალობით და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენაა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და ამავე დროს სამყაროსთან კავშირშია. პანდემიით გამოწვეული რეგულაციები იმპროვიზაციულ ტურზეც იქნება გათვალისწინებული. მონაწილეთა ჯანმრთელობის გაფრთხილების და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წინანდალში ჩატარებული ტური ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით: დისტანციის დაცვით, პირბადეების და სანიტაიზერების გამოყენებით გაიმართება.

წელს სიახლეა ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატებიან. ჟიურის შემადგენლობაშია ასევე შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი. მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ, შესაძლებელი გახდა ჟიურის შემადგენლობაში ყოფილიყო ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და კომპანია სილქნეტის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ლეგენდა 2020-ის გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება, იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42