თსუ-ის პროგრამების საერთაშორისო აღიარება
განათლება - 11:31, 09 Oct, 2020     538

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ქეთრინ შვაიცერი, მოწვეული სტუმრები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ს კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ მომავალი კურდმთავრებულებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ბოლო წლებში დაამთავრა აღნიშნული პროგრამები. საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ ორი პროგრამის - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების ABET ამერიკული აკრედიტაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „ძალიან საინტერესოა, რომ პირველად, ამ სააკრედიტაციო სააგენტოს ცხოვრებაში მოხდა ორი რამ: ის, რომ თსუ-მ ძალიან სწრაფად, 5 წლის ნაცვლად 3 წელში მოახერხა ამ გზის გავლა და მეორე, რომ ამ პროგრამების მომავალი კურსდამთავრებულების გარდა, თსუ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის 2017, 2018, 2019 და 2020 წლის, ხოლო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის 2018, 2019, 2020 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომებიც საერთაშორისო აღიარების მქონეა.“ რექტორმა თსუ-ს კიდევ ერთი პროგრამა აღნიშნა - ქიმიის საბაკალავრო პროგრამა, რომელმაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირება მიიღო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაცია აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად პირველ რიგში სტუდენტებს მიულოცა.

„თსუ-ს პროგრამების ABET აკრედიტაციის მიღება, პირველ რიგში, მინდა მივულოცო სტუდენტებს, რადგანაც ეს აკრედიტაცია ნიშნავს, რომ ეს აკადემიური პროგრამები შეესაბამება უმაღლეს სტანდარტს და ამ პროგრამების კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„პირველად საქართველოს ისტორიაში თსუ-ს ორ პროგრამას აქვს ამერიკული აკრედიტაცია STEM მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ ამით არ სრულდება ეს პროცესი. ეს მოვლენა საქართველოს განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ პროგრამების მეშვეობით მოხდება პროფესიონალი კადრების მომზადება,“-აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ქეთრინ შვაიცერმა.

ABET აკრედიტაციის მიღებაში გაწეული წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს თსუ პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ხაჩიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს გაწეული შრომის დაფასებისთვის. „ABET აკრედიტაციის მიღებძალიან მნიშვნელოვანია არამარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა,რომ საქართველოში ადამიანმა შეიძლება მიიღოს ისეთი განათლება, რომლითაც კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ქვეყანაში მიღებულ უმაღლეს განათლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ორი დარგი ისეთი ქვეყნის განვითარებისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ თუ სხვა პროგრამებიც მიიღებენ აკრედიტაციას, ჩავთვლი,რომ ჩემი მისია უნივერსიტეტისა და საქართველოს წინაშე შესრულებული მაქვს,“-განაცხადა მანანა ხაჩიძემ.

„მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა; რომ უნივერსიტეტის საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. ვთვლი,რომ ერთია როდესაც იცი, რომ კარგ რაღაცას აკეთებ და მეორეა, როდესაც გაფასებენ. ვთვლი რომ ყველამ თავისი პატარა აგური უნდა დადოს ამ საქმეში,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელმა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ღვედაშვილმა.

თსუ სტუდენტის პავლე წოწკოლაურის თქმით, გარდა თეორიული ნაწილისა, მთელი პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ კურსზეც. „ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიის სრული მოდერნიზება, სადაც ისეთი დანადგარები გვექნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში. აქ შევძლებთ ნაბეჭდი დაფების დამზადებას. მათი წარმოება საქართველოში ძალიან დიდი მიღწევაა. როგორც წესი, ის იწარმოება ჩინეთში და ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გადმოვიტანოთ,“-განაცხადა თსუ სტუდენტმა.

აღსანიშნავია, რომ თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში პირველია საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო. საქართველო 24-ე ქვეყანაა, სადაც ACS-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42