შაქარაშვილს იმიტომ დავედევნეთ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა - ვახტანგ ჩიქოვანი
სამართალი - 00:23, 14 Oct, 2020     6990

გიორგი შაქარაშვილის საქმე - დღეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენება მისცა.

პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა.

პროკურორი აცხადებს, რომ ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

ამასთან, გუგუტიშვილის განმარტებით, ჩიქოვანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როცა ამბობს, რომ ამირხანაშვილი თბილისში იმის გამო წამოიყვანეს, რომ მას გზის ფული არ ჰქონდა.

“მოწმემ ისაუბრა, როგორ დატოვეს მცხეთის ტერიტორია და როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისისაკენ და როგორ დაბრუნდნენ კვლავ მცხეთაში. ვახტანგ ჩიქოვანმა ისაუბრა მის ავტომობილში მყოფ პიროვნებებთან დაკავშირებით და მოახდინა საკუთარი თავის ჩათვლით ექვსივე პირის იდენტიფიცირება, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სხვა საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს, ის გაფრთხილებული არ იქნა ცრუ ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას სურდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. არაერთი ზარია ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონიდან “მერსედესის” მგზავრებთან – ნიკა ჟვანიასთან, ირაკლი მუმლაძესთან და სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, “ქამრიში” მყოფ არჩილ გაგნიძესთან განხორციელებული. მოწმე განმარტავდა, რომ აღნიშნული არ ახსოვს, არჩილ გაგნიძესთან ზარი ახსოვდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ ახსოვდა.

ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა, რომ “ქამრიში” მყოფი ყველა პირი გადმოვიდა ავტომობილიდან, თავდაპირველად განაცხადა რომ ქვეითად მყოფ პირებს, მათ შორის შაქარაშვილს დაედევნენ, თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ეს დადევნება არ იყო. ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება ძალიან კეთილშობილური იყო, მისი თქმით, ქვეითად მიმავალ პირებს ავტომობილი რომ არ დაჯახებოდათ, თურმე, ამ მიზნით მისდევდნენ მათ.


რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის წამოყვანას, ამ ეპიზოდზეც ბევრი დეტალი არ ახსოვს, თუმცა, განაცხადა, რომ ამირხანაშვილი საკუთარი ნებით წამჰოყვა. მოწმის თქმით, ფინანსური საკითხები გაარკვიეს, რამდენად ჰქონდა საშუალება, რომ ის დამოუკიდებლად წასულიყო, ასევე ტელეფონის საკითხები გაარკვიეს. ამირხანაშვილის ჩვენებით, თანხა მას ნამდვილად ჰქონდა, მან დიდუბეშიც გამოიძახა ტაქსი, სხვას 5 ლარიც ჩაურიცხა, რითაც დასტურდება, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება სინამდვილეა და შესაბამისობაში მოდის საქმის დეტალებთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს”, – აცხადებს გუგუტიშვილი.

წყარო: ფორტუნა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42