მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობა ე.წ. კარტოგრაფების ქეისში და გახმაურებული საქმის გაუხმაურებელი დეტალები
სამართალი - 12:34, 14 Oct, 2020     1319
კარტოგრაფების საქმეში კიდევ ერთი მოწმის ჩვენება იკვეთება - საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამნშრომლის მალხაზ მიქელაძის თქმით, საგარეო საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირადად დაავალა კარტოგრაფებს 1936 წლისა და 1938 წლის რუკები შეესწავლათ.

როგორც მიქელაძე აცხადებს, აღმოჩენილი შეუსაბამობა მათ გამოუყენებლობაზე მეტყველებდა. ჯანელიძემ გადაწყვიტა, რომ რუკების საკითხი პრემიერმინისტრამდე აღარ მიეტანა.

რაც შეეხება დაკავებულ კარტოგრაფებს, მათი ადვოკატების განცხადებით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები და გამოძიების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გარკვეულ შეუსაბამობაზე მეტყველებს - ასე, მაგალითად, პროკურატურა აცხადებდა, რომ რუკა ნატალია ილიჩოვას კაბინეტში იქნა ამოღებული, რეალურად კი მას რუკებზე წვდომა 2019 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. რუკები გადაეცა ირმა გაბუნიას, რომელმაც კომისიაში ილიჩოვა შეცვალა. გამოდის, რომ მტკიცებულება გაბუნიას კაბინეტიდან ამოიღეს.

ასევე, არადამაჯერებელია დავით ხიდაშელის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას დაუკავშირდა ბეჟან მაისურაძე და რუკების მოძიება სთხოვა, სატელევიზიო ინტერვიუში კი ხიდაშელი ამტკიცებს, რომ რუკების მოპოვება პირადად ივანიშვილმა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42