წინასწარი ინფორმაციით, ხიდაშელი გამოსაკითხად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასული ინტერვიუს თაობაზე დაიბარეს. როგორც ცნობილია, ბიზნესმენის ჩვენებასა და ინტერვიუში მის მიერ აღწერილი გარემოებები ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ - ის ჩვენებაში განმარტავს, რომ რუკების მოსაპოვებლად მისი ნაცნობი ბეჟან მაისურაძე დაუკავშირდა, ხოლო ინტერვიუში ყვება, თუ როგორ გავიდა ბიძინა ივანიშვილი მასთან კავშირზე და როგორ სთხოვა აღნიშნული რუკების მოძიება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რუკების გამოჩენისთანავე დაიწყო გამოძიება და საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურა მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები