"ეს ყველაფერი ახალი დაწყებულია"- რატომ აღარ ჩანს ტელეეთერით მარინა ეზუგბაია?
საზოგადოება - 17:25, 15 Oct, 2020     6408
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან, საზოგადოებას კოვიდ-ინფიცირებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ყოველ დილით აწვდიდა, ეკრანებზე 3 კვირაა აღარ ჩანს. ამ პერიოდში არ წყდება მაყურებლების შეკითხვა: „სად არის მარინა ეზუგბაია?“

კითხვა აქტუალურია იმის მიუხედავადაც, რომ ეზუგბაიას თბილისიდან ბათუმში, კოლეგების დახმარების მიზნით გამგზავრების შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დააანონსა რამდენიმე , თუმცა კორონავირუსსა და პანდემიას შეჩვეული მოქალაქეები, ეზუგბაიას ეთერიდან გაუჩინარებას მაინც ვერ შეეგუვნენ.

„პრაიმტაიმი“ მარინა ეზუგბაიას ბათუმში დაუკავშირდა. აჭარაში მყოფი ექიმი გადატვირთული გრაფიკით მუშაობს, თუმცა, ჩვენთან სალაპრაკოდ დრო მაინც გამონახა. ეზუგბაიამ გვითხრა, რომ აჭარის ჯანდაცვის სექტორს ტრენინგებს უტარებს და ეპიდვითარების მართვაში ეხმარება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გვიპასუხა კითხვაზეც, როდის დაუბრუნდება თბილისს და ტრადიციულ ბრიფინგებს.

„ამდენი თვის განმავლობაში რა გამოცდილებაც მივიღეთ, ჩვენს ბათუმელ კოლეგებს უნდა გავუზიაროთ. რადგან მათთან ეს ყველაფერი ახალი დაწყებულია, ამიტომ სწორად და ადეკვატურად უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.ბათუმიდან რომ დავბრუნდები, ტრადიციულ ბრიფინგებსაც მაშინ დავუბრუნდები. გააჩნია, რა ვითარება იქნება ადგილზე. სავარაუდოდ, ეს მოხდება 2 კვირის შემდეგ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, აჭარაში გამწვავებული ეპიდვითარებისა და ბათუმში კორონავირუსის უპრეცენდენტო შემთხვევების გამოვლენის გამო, საჭირო გახდა, რომ ადგილზე მომუშავე ინფექციონისტებსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს თბილისიდან ჩასული ინფექციური საავადმყოფოს სპეციალისტებიც დახმარებოდნენ, მათ შორისაა მარინა ეზუგბაია 3 კოლეგასთან ერთად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42