ოზურგეთში, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა და სკოლის დირექტორმა მისივე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბავშის მშობლებმა 112-ს უკვე მიმართეს, გამოკითხულია ქვედა ბახვის სკოლის დირექტორი და რამდენიმე მოსწავლე.
"მითხრას სიტყვიერად და თუ არ გავიგებ მამა მყავს დედა მყავს და იმას მოსთხოვის პასუხიო. ბავშვს არ უხაროდა სკოლის დაწყება, დოდო მასწავლებელი შეურაცხყოფას მაყენებსო. მე აღარ ვაპატიებ მაწავლებელსო" - ამბობენ მოზარდის ახლობლები.
მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მას უბრალოდ "ხმამაღალი შენიშვნა" მისცა.
"ბავშის ცემას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ ხმამაღალი შენიშვნა მივეცი და ვუთხარი, რომ თუ არ გინდა დაემორჩილო ჩვენი სკოლის შინაგანაწესს სადაც გინდა იქ წადი-მეთქი. 112-ში დარეკა და ეტყობა ბავშვურად მოუვიდა" - ამბობს მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 13 ოქტომბერს, იმავე ბრალდებით პოლიციას მარნეულის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლის ოჯახმაც მიმართა. არასრულწლოვანის ახლობლები ყვებიან, რომ ლაშლოს სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასტიკად სცემა.
მასალის გამოყენების პირობები