შიშველი ალექსანდა პაიჭაძის ფოტოს სკანდალი - "ძალიან სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გავხდი " რა შეემთხვა მარი ნაკანს?
სოც.მედია - 16:08, 16 Oct, 2020     23209
ფოტოგრაფი მარი ნაკანი „ფეისბუქზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ქალების ჯგუფში (space for female talk ) შეურაცხყოფა მიაყენეს, დასცინეს და გადათელეს.

„მოხსენიებული ვყავდი სიტყვებით “უტვინო ვითომ ხელოვანი”, რაც დამერწმუნებით, რომ ძალიან შეურაცხმყოფელია.“ - აღნიშნავს ნაკანი.

ნაკანის თქმით, ძალიან ემოციური ადამიანია და მისთვის მსგავსი კომენტარებისა და შეფასებების წაკითხვა უმძიმესი იყო, თავს დამცირებულად გრძნობს, ძალიან იმედგაცრუებულია..

„გუშინ , საკმაოდ მძიმე საღამო მქონდა ...

მინდა გამოვეხმაურო ჩემს ბულინგს ქალების ჯგუფში (space for female talk ) სადაც 100.000 ზე მეტი ქალია გაწევრიანებული.

ამ ჯგუფში 2 წელი ვიყავი გაწევრიანებული.

არასოდეს დამირღვევია წესები.

საჯაროდ ვწერ პოსტს, ჩემს პირად გვერდზე, რადგან ამ ჯგუფიდან ისე დამბლოკეს რომ არ მომეცა შანსი, იქვე დამეწერა ჩემი მოსაზრება.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯგუფი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალურ გამოცდილებაზე და მხარს უჭერენ ერთმანეთს . ჯგუფში პოსტი არ აიტვირთება თუ თემა არ ეხება სქესობრივ ცხოვრებას. მთავარი იდეა არის ის, რომ ქალებმა გავცვალოთ პირადი ინფორმაცია, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ და არა დავამციროთ. ..

იმედგაცრუებული ვარ, რადგან გუშინ მე გავხდი ძალიან სერიოზული ბულინგის მსხვერპლი და კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ ჩემზე პოსტი დადო ერთ-ერთმა ადმინმა - ანუ ჯგუფის წესები დაარღვია, ატვირთა არა სქესობრივ თანაცხოვრებაზე თემა არამედ დადო ჩემი ნამუშევარი და მოუწოდა 100.000 ქალს რომ დამცინონ როგორც ფოტოგრაფს.

მოხსენიებული ვყავდი სიტყვებით “უტვინო ვითომ ხელოვანი”, რაც დამერწმუნებით, რომ ძალიან შეურაცხმყოფელია. ამის ქვეშ წავიდა ჩემი გინება უტიფარი სიტყვებით, დაცინვა, სხვა ჩემი პოსტების, სქრინების ატვირთვა და ლანძღვა.პირადში აგრესიული წერილები მომდიოდა, მთელი დღე. სხვადასხვა უცნობი ქალებისგან!

არ დაგავიწყდეთ,

ეს არის ქალების ჯგუფი, სადაც განიხილავენ თუ რა ცუდია ბულინგი...ზოგადად ქალის ჩაგვრა. და ამ დროს ადმინი დებს ჩემზე პოსტს და პროპაგანდას უწევს სხვა ქალებს რომ დამცინონ.მისი სიტყვები იყო:

“ მოდით იმდენი დავცინოთ სანამ არ შერცხვება”

ორმაგი სტანდარტია, როდესაც რაღაცას ქადაგებ და ამას თავად აკეთებ.

რაც შეეხება ჩემს პოსტს. ინსტაგრამზე დავდე ალექსანდრა პაიჭაძის ნუდი, რომელიც მე გადავუღე და აღწერაში აუდიტორიას ვკითხე თუ რა იყო მათთვის ქალურობა: თვალები, ხელები, წელი, საჯდომი, მკერდი თუ სხეულის რა ნაწილი. აღვნიშნე, რომ მე მიყვარს თხელი წვივები, წვრილი წელი და ვიწრო კოჭი. ყურადღება მქონდა გამახვილებული მკერდზე.

ჯგუფის წევრებმა ჩემგან ეს ქალის გასაღებად მიიჩნიეს. თითქოს მე ვამბობდი, რომ მხოლოდ ამით უნდა შევაფასოთ ქალი. ლოგიკურია, რომ შიშველი ფოტოს აღწერისას ყურადღება გავამახვილე ფიზიკურ მახასიათებლებზე და არა გონებრივზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პოსტი მეწერა მამაკაცზეც, ჩემი მეგობრის შიშველ ფოტოზე. (https://www.facebook.com/photo.php?fbid=10158634248967768&set=a.10158164324102768&type=3)

არ ვიცი ამის ახსნა რატომ უნდა მიწევდეს, მაგრამ ჩემთვის ქალი ნივთი არ არის. არც იმას ვამბობ, რომ ლამაზი ქალი მხოლოდ ისეთი ან ასეთი უნდა იყოს. ხელოვანი ვარ და ძალიან ბევრნაირი ადამიანი გადამიღია და ყველა მათგანშია სილამაზე, ფიზიკური თუ შინაგანი. არ მინდა ჩემმა პოსტმა შეცდომაში შეგიყვანოთ - არავისთვის არ დამიცინია და არავინ დამიკნინებია! ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. და მაინც, თუ ვინმემ ცუდად იგრძნო თავი ჩემი პოსტის გამო, ბოდიშს ვუხდი. არანაირი ცუდი მიზანი მე არ მქონია - გადავიღე ნუდი და აღვწერე.

ცუდი ის არის, რომ ჯგუფში ისე დავიბლოკე, სრულიად მოულოდნელად, ისე რომ ერთი კომენტარიც კი არ დამიწერია და არ მომეცა იმის შანსი, რომ ჩემი ნამუშევრის ქვეშ , სადაც ასობით ქალი მლანძღავდა, მეც დამეწერა იქ ჩემი აზრი. გარდა აგრესიისა ძალიან ბევრმა უცნობმა ქალმა გამომიცხადა მხარდაჭერა და დიდი მადლობა ყველას, პირადში მწერდნენ წერილებს და მამხნევებდნენ.ამან გადამარჩინა გუშინ.

ეს იყო ძალიან მძიმე დღე. უამრავმა გამლანძღა (მათ შორის ადმინებმაც).

ჯერ იმ ჯგუფში და მერე კიდე

ინსტაგრამზე შემოდიოდნენ და ცალკე მწერდნენ დამამცირებელ წერილებს და კომენტარებს.

მე ემოციური ადამიანი ვარ და ჩემზე ასეთი რაღაცები ძალიან მოქმედებს. არავისგან ბოდიშს არ ველი, უბრალოდ მინდოდა საზოგადოებას ცოდნოდა ჩემი მოსაზრება-

არსებობს აზრის გამოხატვის კულტურული ფორმა.ჩვენ , ცივილური, ადამიანები ერთმანეთს ისე უნდა ვესაუბროთ რომ საგინებელი სიტყვები არ გამოვიყენოთ.

მითუმეტეს არ უნდა გავლანძღოთ ადამიანი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია გარდა იმისა რომ თავის საკუთარ გვერდზე გამოფინა თავისივე ნამუშევარი და გამოხატა აზრი .კრიტიკა გინდა?

გამაკრიტიკე, დავფიქრდები, მივიღებ შენს აზრს,მზად ვარ დისკუსიითვის.

მაგრამ მაგინო, დამცინო და სხვა უამრავ ქალს მოუწოდო რო მოდი გოგოებო დავცინოთ? ეს მორალური ტერორია და არაფერ კავშირშია ფემინიზმთან.

წარმატებებს ვუსურვებ ჯგუფს და ერთი თხოვნა მაქვს - აღარასდროს ჩააგდოთ იმ სიტუაციაში სხვა ქალები, როგორშიც მე ჩამაგდეთ. არავინ იცით, ვის რა შინაგანი ომები გვაქვს და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანზე. გავაძლიეროთ ერთმანეთი და აღარ დავხარჯოთ დრო ინდივიდის ამოჩემებაზე და ჯგუფურ ლანძღვაზე.

აქვე კომენტარებში ავტვირთავ ერთ ორ სქრინს სადაც თავად ნახავთ ადმინი გაცხადებულად როგორ მლანძღავს.

სხვა გინებები იმდენად მძიმეა რომ არ დავდებ.აქ ჩემი შვილებიც არიან“- წერს ფოტოგრა





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42