SUBSIDIREBA.GE – ახალი პლატფორმა AREA.GE-სგან გაეშვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:42, 16 Oct, 2020     1447

რა არის SUBSIDIREBA.GE?

AREA.GE - არის უძრავი ქონების პლატფორმა, რომელმაც მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა ახალი ვებ-გვერდი SUBSIDIREBA.GE. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფოს ინიციატივით იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე დაასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?

AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით და ბინებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს კონკრეტულად იმ ბინების 3 000-მდე განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დეველოპერების განსაკუთრებული შეთავაზებები.

როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.

„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია როცა AREA.GE-ს შექმნა დავიწყეთ. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და ბინის ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. დღეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პოსტპანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების წახალისება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით ეს პლატფორმა, რომელიც ვფიქრობ სრულყოფილად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ცხადია მომხმარებლებს განსაკუთრებით გაუმარტივებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“ - აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ AREA.GE - დაახლოებით ორი წლის წინ საკმაოდ ბევრი სიახლით გამოჩნდა ბაზარზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ინოვაციური და უპრეცედენტო ინიციატივა იყო მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური იპოთეკური სესხის შეთავაზება და სესხის მოთხოვნა დისტანციურად. ამ პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია ათასობით იპოთეკური სესხი.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ამ ახალი პროდუქტის განვითარების პროცესი. ამ ეტაპზე აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან, მათი პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით, რათა მომხმარებელმა შეძლოს SUBSIDIREBA.GE-დან მისთვის სასურველ კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხის მოთხოვნის გაგზავნა დისტანციურად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42