მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია
საზოგადოება - 12:39, 17 Oct, 2020     265
წიგნის „,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნი ცნობილი რეჟისორის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინოხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელისა და თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა.


წიგნში მოცემულია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებისეული დეტალები, საინტერესო ფაქტები ბიოგრაფიიდან, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, ინტერვიუები, საინტერესო შემოქმედებითი მომენტების ამსახველი ფოტოსურათები. წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მერაბ კოკოჩაშვილის თსუ-ში პედაგოგიურ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ აღიარებულმა რეჟისორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი პლეადა აღზარდა. „მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი უნიკალური გამოცემაა, სადაც მასზე ძალიან საინტერესო მოგონებებია შესული. მერაბ კოკოჩაშვილი ჩვენთვის უპირველესად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც ამ უნივერსიტეტის კედლებში ბევრი თაობა აღზარდა. იმედია, კიდევ დიდხანს გააგრძელებს ამ საქმიანობას ძალიან ენერგიულად, ისე როგორც ყოველთვის,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ცნობილმა რეჟისორმა საკუთარი შემოქმედებითი გზა გაიხსენა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა. „უნივერსიტეტში უკვე 30 წელია ვმუშაობ. ყურადღება, რომელსაც უნივერსიტეტი იჩენს ჩვენი მიმართულების და პირადად ჩემს მიმართ, უზარმაზარია და ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის,“ - მადლობა გადაუხადა მერაბ კოკოჩაშვილმა უნივერსიტეტს.

წიგნის ავტორმა, თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ წიგნის შექმნის იდეასა და მის განხორციელებაზე ისაუბრა. „წიგნი ბიოგრაფიული ჩანახატია, რომელიც ყველაფერს მოიცავს - ბატონი მერაბის წარსულს, მის ოჯახურ მდგომარეობას, მოსკოვში სწავლის პერიოდს; მოთხრობილია ცნობილი რეჟისორის წინაპრებსა და მემკვიდრეებზე,“- განაცხადა ნინო კაკულიამ.

ღონისძიებაზე მერაბ კოკოჩაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მისი დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ საჩუქრად გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42