კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია - კაპანაძე არჩევნების გადადებაზე
პოლიტიკა - 15:20, 17 Oct, 2020     248
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩევნების შესაძლო გადადებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველოს მყარი პოზიციია, რომ არჩევნები ჩატარდეს 31 ოქტომბერს, ყველა მოთხოვნის დაცვით, რადგან საზოგადოებას აღარ სურს, რომ ამ მთავრობას დაელოდოს, გააკეთებენ თუ არა რაიმეს.

კაპანაძის თქმით, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო დიდი პრობლემაა, კოვიდი თუ ივანიშვილის ხელისუფლება.

ევროპული საქართველოს ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, საზოგადოებაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და თავს მივცემ უფლებას საზოგადოების სახელით ვისაუბრო, რომ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას და მითუმეტეს გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რაიმეს გააკეთებენ.

სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები, რათქმაუნდა კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ მაქსიმალური დაცვით იმ მოთხოვნების, რომლებიც არის დაწესებული და ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული კოვიდოთ, გაგძელებული იმ ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით.

ამიტომ, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი გადადების, ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში და ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42