ბევრი ვიწვალეთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა და მგონი დავიმსახურეთ, რომ საქართველოში გვქონდეს ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა - ახვლედიანი
პოლიტიკა - 17:15, 17 Oct, 2020     373
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი 2012 წლის არჩევნებს იხსენებს, რა დროსაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშივილი მივიდა მასთან და შესთავაზა, რომ გამხდარიყო აჭარის მთავრობის თავჯდომარე.

ახლვლედიანის თქმით, მაშინ პროექტი, რომელსაც ადამიანური მმართველობის ჩამოყალიბება ჰქვია, არ შედგა, რადგან „ახლადგამომცხვარმა დიდმოხელეებმა“ თბილისში ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ის ხელს შეუშლიდა ბიზნესისა და პოლიტიკის უკანონო გარიგებებს. ახვლედიანის თქმით, ივანიშვილს ეს სწორად უთხრეს.

როგორც ახვლედიანი ამბობს, 31 ოქტომბერს ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელიც საქართველოს მოუტანს ადამიანურ, წესიეს მმართველობას.

„2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან სულ რაღაც 20 დღეში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა შეხვედრა, მე ის მაშინ პირველად ვნახე, და შემომთავაზა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. დავთანხმდი, მაგრამ იქვე ვუთხარი: უნდა დავიწყოთ რადიკალური რეფორმები და უპირველესად, რეფორმას უნდა დაექვემდებაროს მმართველობა, ის უნდა გახდეს ადამიანური, ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკა არის ხალხისთვის, ბიზნესი კი - პოლიტიკისგან დამოუკიდებლად, ჩაურევლად... მოკლედ, როცა ვიწყებთ ფორმალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მომართვას ადამიანის ყაიდაზე.

მაშინ ეს პროექტი ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ, რომ აქ, ბათუმში, აჭარაში მოკალათებულმა ბიზნეს-პოლიტიკურმა კორუმპირებულმა წრეებმა და ასევე ახლადგამომცხვარმა დიდმოხელეებმა თბილისში ივანიშვილი დაარწმუნეს, უთხრეს, ახვლედიანი ურჩია, ის ხელს არ მოგიწერთ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უკანონო გარიგებებზეო... სწორადაც უთხრეს!

ბევრი წელი გავიდა, ბევრი ვიწვალეთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, და მგონი, დავიმსახურეთ ის, რომ 8 წლის შემდეგ, 31 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი, რომლის შედეგადაც საქართველოში, ბათუმში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში გვექნება ნორმალური, ადამიანური, წესიერი მმართველობა! მმართველობა, რომლის მიმართაც გვექნება ნდობა! მმართველობა, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ღირსებას.“ - აცხადებს ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42