ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის მეშვეობით არჩევნებს გააყალბებს, ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის - სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:16, 17 Oct, 2020     1153
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში ენმ-ს მიერ გამართულ გუშინდელ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი აქციები უფრო მასშტაბური გახდება და კიდევ უფრო მეტად მობილიზირებულები შეხვდებიან ამომრჩევლების შეკრებას:"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია - ხალხის ერთიანობის და შემართების!.. ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ ნაციონალები რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!..როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად.კოვიდით დაინფიცირება, ახალი უპრეცედენტო რეგიონში რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტებმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება!..ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან სიტუაცია გაექცათ, არამედ იმითი, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა.თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მონაწილეს, აქ ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული..მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!" - წერს სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42