ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნიშნავს კანონის უზენაესობას, ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენულ სახელმწიფოს - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 19:21, 17 Oct, 2020     397
რიყეზე ნინო ბურჯანაძე "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერმა და სიის პირველმა ნომერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საკუთარი გეგმები გააცნო:

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამდეი ჩვენი თანამოაზრის, თანაგუნდელის და სრულიად საქართველოს წინაშე წარმოვადგინო ჩვენი თანაგუნდელები, თქვენი თანაგუნდელები, ის ადამიანები, ვინც უნდა იყვნენ ჩვენი, თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში და ასევე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის წარმოგიდგინოთ „ერთიანი საქართველოს - დემოკრატიული მოძრაობის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამა, სადაც ჩვენ გპირდებით იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ აქ არიან წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან პირველ ყოვლისა უდიდესი პატრიოტიზმით თავისი ქვეყნის მიმართ, წესიერებით, საქმისადმი ძალიან სერიოზული მიდგომით და თითოეული მათგანი არის თავისი საქმის პროფესიონალი. მე არა მარტო ამ ადამიანებთან ერთად , არამედ ყველა დანარჩენ ნებისმიერ პროფესიონალთან ერთად მისი პოლიტიკური შეხდულების ან მისი პოლიტიკური სიმპატიის მიუხედავად ვიმუშავებ, არ შემეშინდება პროფესიონალების გვერდით დაყენება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე. დღეს არ არის იმის დრო, რომ ადამიანები მხოლოდ პირადი ერთგულებით შეარჩიო, ადამიანები უნდა შეარჩიო ქვეყნის პატრიოტიზმის, ქვეყნის ერთგულების მიხედვით - ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.

ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ის, რომ თქვენ აქ მობრძანდით, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ არ ვეგუებით იმ რეალობას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, დღეს არ არის ქვეყანაში ჩვეულებრივი ვითარება და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ პანდემიას, არამედ იმ ჭირს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჭაობში ძირავს. 2012 წელს საქართველო ძალიან დიდი იმედით შეხვდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა, ფეხზე დადგებოდა, სიღარიბეს თანდათან გაუმკლავდებოდა და აღარ იქნებოდა ორი სამართალი - ერთი ხელისუფლებისთვის, ხოლო მეორე დანარჩენი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მწარედ მოვტყუვდით, იმ დანაპირებების 10%-იც კი არ შესრულებულა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოგვცა... 10% მაინც რომ შესრულებულიყო, დღეს საქართველო არ იქნებოდა ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში.

სამარცხვინოა, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანაში, რომელსაც ღმერთმა ბევრი სიმდიდრე მისცა და უპირველეს ყოვლისა თქვენნაირი ადამიანები ნიჭით, ენერგიით, მოტივაციით სავსე ადამიანები მისცა, ეს ქვეყანა დღეს დაქუცმაცებული, გაუბედურებული, შეურაცხყოფილი და ნახევრად მშიერია - ეს მივიღეთ ჩვენ 8 წლიანი მმართველობის შემდეგ. შეუძლებელია ქვეყანა წინ წავიდეს ერთმმართველიანი ადამიანის ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, როდესაც მას საფეოდალოდ აქცევენ, შეუძლებელია ქვეყანა ვითარდებოდეს, როდესაც მის მმართველს ნიჭიერი ადამიანების გამოჩენის ეშინია, როდესაც სრულიად ბიზნესი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, როდესაც არ არსებობს სამართალი, როდესაც სამართლის ნაცვლად ერთი ადამიანის ადაწყვეტილება მეფობს.

მე დღეს არ ვაპირებ ბევრი ვილაპარაკო დღევანდელ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არსებულ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადაანაცვლებს და მას 31 ოქტომბერს შეცვლის. დიახ, თქვენნაირი ადამიანები, რომლებსაც არ გეშინიათ, რომელსაც იმედი არ დაგიკარგავთ, რომელსაც ხელები არ ჩამოგიშვიათ და აგრძელებთ ბრძოლას, უზურუნველყოფენ იმას, რომ 31 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანას ექნება განვითარების პერსპექტივა. მე დღეს ვაპირებ ვილაპარაკო ჩვენ რა მოგვაქვს და რისი გაკეთება შეგვიძლია - დიახ, მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ პროფესიონალებთან ერთად ქვეყანას მოვუგვარო ის პრობლემები, რის წინაშეც ქვეყანა დგას - ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, გაჩერებული ეკონომიკა, პანდემია, ბორდერიზაცია, დაქუცმაცებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ოჯახიდან გასული ქალები, რომლებიც სხვის შვილებსა და სხვის მშობლებს საზღვარგარეთ უვლიან და საკუთარი შვილები და მშობლები დატოვებული ჰყავთ საქართველოში, ეს არის იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომლებსაც სწავლა და საკუთარ ქვეყანაშ მუშაობა უნდათ, ოღონდ ამის საშუალება არ ეძლევათ. დიახ, მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ დავალაგო ქვეყანა ისე, რომ ეს ყოველივე ცრუ დაპირებები არ იყოს. გვითხრეს, რომ ჩვენი პროგრამა სხვებთან შედარებით მოკრძალებულია - დიახ, მოკრძალებულია იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არავის მოტყუებას, ჩვენ ამ დანაპირებებს ვიძლევით არა იმისათვის, რომ ხმა მოგვცეს ხალხმა, არამედ იმისათვის, რომ ხმის მოცემის შემდეგ, პარლამენტსა და მთავრობაში შესვლის შემდეგ შევძლოთ ამ დანაპირებების შესრულება და ხალხი კიდევ ერთხელ მოტყუებული არ აღმოჩნდეს.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკა დადგეს ფეხზე - ამას სჭირდება უპირველეს ყოვლისა სტაბილურობა ქვეყანაში, ხოლო სტაბილურობას სჭირდება გამოცდილი პოლიტიკური მმართველი. ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ოთხი უზარმაზარი გამოწვევა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა გამოწვევებზე, ეს არის პანდემია, ბორდერიზაცია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჩვენნაირ ქვეყნებს განსაკუთრებით დაარტყამს, ომი კავკასიაში - ამ ვითარებაში ქვეყანას გამოცდილი ლიდერი სჭირდება, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყოველთვის ხელი შევუწყო ახალგაზრდებს, ჩვენ ახალგაზრდებისთვის გვინდა ეს ქვეყანა და მათთვის გზა ხსნილია, მაგრამ დღეს ქვეყანაში ექსპერიმენტების დრო არ არის, დღეს ჩვენ გვწირდება გამოცდილი ლიდერი, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ურთულეს ვითარებაში მიიღო უზარმაზარი გამოცდილება, ავიც ნახა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და კარგიც - დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც შემიძლია ქვეყანაში დავამყარო მშვიდობა და დავალაგო ურთიერთობები ისე, რომ დამთავრდეს საბოლოოდ ეს პოლიტიკური კინკლაობა, გადავიდეს ის პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში. მე შემიძლია ქვეყნის გარეთ ველაპარაკო როგორც მტერს, ისე მოყვარეს, დავიცვა ქვეყნის ინტერესები. არა ისე, როგორც ამას დღეს იცავენ - აქედან ერთი საათის სავალზე რომ ყოველდღიურად საზღვარი პატარავდება და ამაზე ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ აქვს. მე შემიძლია გავაკეთო ის, რომ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს - ეს არის მთავარი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში გაჭირვებულების რაოდენობამ იკლოს.

ევროპის მოედანზე ჩვენი შეკრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება ვისი გორისანი ვართ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვინდა პროგრესი, წინსვლა, ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნიშნავს სამართალს ყველასთვის, კანონის უზენაესობას ყველასთვის, ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილებს, ნიშნავს ახალგაზრდებს, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა აქვს და ნიშნავს იმას, რომსაქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოში და პირველ რიგში, ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ სახელმწიფოს.

ჩვენ შემოვიტანთ მსოფლიო და ეკონომიკურ ინვესტიციებს მას შემდეგ, რაც შევძლებთ სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნას და ეს ინვესტიციები უზრუნველყოფს ყველა საწარმოს, ყველა რაიონში, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ხალხი მშიერი არ იქნება, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანი თვითონ შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას და არ იქნება ხელისუფლების ხელში მიჩერებული, ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ბიზნესმენები რიგში არ ჩადგებიან მმართველი პარტიისათვის შემოწირულობების მისაცემად“ - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ტელეფონები წალენჯიხაში დაგვატოვებინა — ყოფილი მძევალი, მურიკო ბულია დეტალებს იხსენებს
"ყველაზე გულდასაწყვეტი..." - თენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება
31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია - რატიანი
"ოცნების" ლიდერების გადამალული და გაცხადებული ბიზნესები - როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის 8 წლის თავზე ყველაფერი "ოცნების" მაღალჩინოსნებმა
"შენ უნდა დაჯდეო, მე ვუთხარი არ ვიცი ისე ტარება, რომ გამოგადგე-თქო...მერე მითხრა, შენი ხომ არ იმტვრევაო..." - დავით ხვიბლიანი
"თოკი ამოიღო და მგონი გალდავას ყელზე მოაბა...ისეთი თვალის ფერის ადამიანი არასდროს შემხვედრია" - რა მოხდა ბანკში, დღმდე უცნობი დეტალები (ვიდეო)
"ერთადერთი რაც მითხრა იყო, რომ შენი სამსახური სამსახური გგონიაო?" - რატომ დარჩა განცდა ყოფილ მძევალს, რომ თავდამსხმელი სისტემიდან განაწყენებული წავიდა
სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე
პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ავაზაშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდნენ
სხვები სადღეგრძელოებს ამბობენ, ჩვენ კი გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს - კანდელაკი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
მრავალი ადამიანი ელოდება, რომ სიღარიბე, უმუშევრობა და კრიმინალი, რაზეც პასუხისმგებელია ჩვენი კმაყოფილი ხელისუფლება, შეიცვლება გარდამტეხი ცვლილებებით - წერეთელი
ეს შენობა არის სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, იმ უიმედობის და უპერსპექტივობის, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა - ბაქრაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42