18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:17, 17 Oct, 2020     3346

ვერძი

ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ მხოლოდ სიტუაციის სწორად შეფასებაზე დაფუძნებული პრინციპულობის წყალობით. ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგების, შენაძენისა და სარისკო წამოწყებისთვის. ვერძ ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით. გამორიცხული არაა ახალი რომანი ან ძველი ურთიერთობის აღდგენა. მამაკაც ვერძებს თავს შეახსენებთ ძველი ვალი ან გადაუჭრელი პრობლემა. მშვენიერი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.

კურო

სავარაუდოდ, ფინანსური დანაკარგი გელით, რაც შენაძენს, რემონტს ან ვალების დაბრუნებას უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საღამო წარსულის ანალიზსა და მედიტაციას მიუძღვნით. ეცადეთ, გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში, ფიქრებსა და ქმედებებში, რომ ბედის უეცარ ცვლილებას მზად დახვდეთ.

ტყუპები

წვრილმანი სამსახურებრივი თუ საყოფაცხოვრებო საქმეები პროფესიული საქმიანობის სფეროში მცირეოდენ ქაოსს შეიტანს. ერიდეთ ცრუ დაპირებებს და უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია მწიფდება, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი მოსაზრება ბოლომდე დაიცვათ.

კირჩხიბი

ეს დღე თვითშეფასებას უნდა მიუძღვნათ და საკუთარი მოვალეობები მინიმუმამდე დაიყვანოთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს. თქვენი მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეთ, ეს სამსახურებრივი სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარ ფიქრებში, აზრებსა და ქმედებებში კარგად გაერკვეთ.

ლომი

ხელსაყრელი დროა კომერციული გარიგებებისთვის, შენაძენისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. გამორიცხული არაა, ახალი რომანის დაწყება ან ძველის განახლება.

ქალწული

ამ დღეს თვითრეალიზებას შეძლებთ. თქვენ წინაშე შესაძლებლობების ფართო ასპარეზი გადაიშლება. წინააღმდეგობას საღად აზროვნებითა და პრინციპულობით დაძლევთ. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, გარიგებების დადებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის. არაკეთილმოსურნეები ამ დღეს არ შეგაწუხებენ.

სასწორი

ამ დღეს თავი შეიკავეთ ნივთების შეძენისგან, სერიოზული ვალდებულებების აღებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობა გაგიუარესდეთ. სასურველია, მეტი მომჭირნეობა გამოიჩინოთ. სახლის საქმეებმა შესაძლოა, ხასიათი გაგიფუჭოთ, მაგრამ ნუ ეცდებით, საკუთარი მოვალეობები სხვას გადააბაროთ. ეცადეთ, ყველაფერს თავად გაუმკლავდეთ.

მორიელი

ცვლილებების დღეა, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. მზად იყავით მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ რომანტიკული თავგადასავლის შანსს, რადგან თქვენ გვერდით საიმედო ადამიანი აღმოჩნდება. საბოლოოდ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

მშვილდოსანი

გაითვალისწინეთ, რომ არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ან, პირიქით, ზედმეტმა პრაგმატიზმმა შეიძლება თქვენ მიმართ გარშემომყოფთა ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს. შექმნილ სიტუაციაში ეცადეთ, საჭირო სიტყვები და გამოთქმები მოძებნოთ. ეს დღე ოჯახში დასვენებისთვის გამოიყენეთ.

თხის რქა

სირთულეების დაძლევას მხოლოდ პრინციპულობით შეძლებთ. ხელსაყრელი და ზედმიწევნით შესაფერისი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ტემპერამენტი და ემოციურობა ძველ პარტნიორთან ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ ფიქრებზე მოახდინოთ კონცენტრაცია. კარგად გაიაზრეთ საკუთარი ქმედებები და თუ საშუალება გაქვთ, ეკლესიაში წადით. გამორიცხული არაა, ძველ პროექტებს დაუბრუნდეთ, რომლებიც მოგებას მოგიტანენ.

თევზები

ეს დღე პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მიუძღვნათ. სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ძლიერი კონკურენტები და არაკეთილმოსურნეები გამოგიჩნდებიან, ამიტომ წინდახედულება და პრინციპული მოქმედება მოგიწევთ. ერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს და კამათს სერიოზული დაავადების თავიდან ასაცილებლად, იზრუნეთ სხეულისა და სულის გაჯანსაღებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42