მაგთიკომის პასუხი კომუნიკაციების კომისიას 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:05, 19 Oct, 2020     1241
კომუნიკაციების კომისიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი არაკვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობად იქცა. კომისიის განცხადებაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, მასში მოცემული მსჯელობები წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, რაზეც, საჭიროების შემთხვევაში, მაგთიკომი დამატებით, პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას.


მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს
- ეს დასკვნა გაკეთებულია სათანადო კვლევა/ანალიზის საფუძველზე მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის მიერ, საიდანაც ორი მათგანი „დიდი ოთხეულის” წევრია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხსენებული ავტორიტეტული კომპანიების საექსპერტო მოსაზრებები/დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მაგთიკომის მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ ასახავს, სულ მცირე, არაეთიკური განცხადებაა როგორც მაგთიკომთან, ასევე თავად ამ კომპანიებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისიას მოვუწოდებთ იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართულად ნუ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გაუმართლებელია კომისიის მხრიდან საკითხის შემდეგნაირად პოზიციონირება - თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მომზადებულია კომისიის დაკვეთით, მაშინ დასკვნები/მოსაზრებები ფაქტებად და სიმართლედ განიხილება, ხოლო თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მაგთიკომის დაკვეთით მომზადდა, მაშინ ის სავარაუდოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავად კომისიისათვის აღმოჩნდება დამაზიანებელი.

კომუნიკაციების კომისია ცდილობს უსაფუძვლო მოლოდინები გაუჩინოს როგორც მომხმარებლებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება დაინტერესებული იყვნენ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვირტუალური ოპერატორი შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყანაში ან ამ რეგულაციამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მოახდინა გარკვეული პოზიტიური გავლენა რომელიმე ქვეყანაში, არის ამ საკითხის მიმართ არასწორი და არაკვალიფიციური მიდგომა. დღემდე კომუნიკაციების კომისიას არ გააჩნია არცერთი საექსპერტო დასკვნა, რომ საქართველოში ეს რეგულაცია იქნება წარმატებული ან მოიტანს რაიმე დადებით შედეგს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მაგთიკომი, მოეწვია მსოფლიოში საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ექვსი და მათ შეეფასებინათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გავლენა საქართველოს მობილური სატელეკომუნიკაციო დარგისათვის, რაც ბუნებრივია, მაგთიკომმა გაუზიარა კომუნიკაციების კომისიას, რათა მის მიერ მომხდარიყო ისეთი შეცდომების პრევენცია, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის სამომავლო განვითარებაზე.

ვიმედოვნებთ, რომ კომისია შეძლებს ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საექსპერტო დასკვნების სათანადო ანალიზს და ქვეყანაში გამწვავებული პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მისი რესურსი უსაგნოდ არ დაიხარჯება არასწორი ფაქტების ტირაჟირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42