როგორ დავიცვათ თვითიზოლაციის წესები, თუ მარტო არ ვცხოვრობთ – ქართველი ექიმის რჩევები
ეს საინტერესოა - 11:50, 19 Oct, 2020     1267
ექიმი არჩილ მარშანია საზოგადოებას იმ წესების შესახებ უყვება, რომლებიც თვითიზოლაციისას უნდა გამოიყენონ, რათა სწორი ქმედებები განახორცილეონ და ოჯახის სხვა წევრები რისკის ქვეშ არ დააყენონ:

"როგორ გადავიდეთ თვითიზოლაციაში და რა წესები დავიცვათ, თუ მარტო არ ვცხოვრობთ:

გაფრთხილება: პირველ რიგში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ოჯახის ექიმს ან/და 112-ს რომ მიიღოთ ოფიციალური ინსტრუქცია. ასევე გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გადახვიდეთ კლინიკაში ან ე.წ. კოვიდ სასტუმროში.

ინსტრუქციები შეიძლება იცვლებოდეს.

1- მას ვისაც აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

2 – მას ვინც ელოდება კოვიდ19-ს ”პისიარ” ტესტირების პასუხს;

3 – მას ვისაც ტესტირებით დაუდასტურდა კოვიდ19-ი (სიმპტომური ან ასიმპტომური);

4 – მას ვისაც ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ19.

მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი.

გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, ის რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული. ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით.

კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, საკვები მიიღეთ იზოლირებულ ოთახში, ნუ გამოიყენებთ სამზარეულოს. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს კარგად, სარეცხი საშუალებით და თვილი წყლით და გამშრალდეს ცალკე პირსახოცის საშუალებით.
შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებაც.

თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ.

ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.

ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი შეეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.

დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია, დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვინტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

ნუ მიიღებთ სტუმრებს.

დააკვირდით სიმპტომებს, ტემპერატურა გაიზომეთ დღეში ორჯერ, აწარმოეთ დღიური

და მოინიშნეთ სიმპტომები და ტემპერატურის მაჩვენებლები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში დარჩით იზოლაციაში 14 დღე (იქონიეთ კონტაქტი ექიმთან).

თუ გქონდათ კონტაქტი ადამიანთან ვისაც დაუდასტურდა კოვიდ19, დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღე.

თუ თქვენ ოჯახის წევრს დაუდასტურდა კოვიდ19, დარჩით თვითიზოლაციაში 14 დღე. დღეების ათვლა იწყება იმ დღიდან როდესაც პაციენტს დაეწყო სიმპტომები. ასიმპტომური მიმდინარეობისას კი, იმ დღიდან როდესაც ტესტირებით დადასტურდა კოვიდ19.

იზრუნეთ საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე:

იკონტაქტეთ მეგობრებთან დისტანციურად, სოც ქსელებით, ტელეფონით;

ფიზაქტივობა არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, ეცადეთ იყოთ აქტიურები ნორმის ფარგლებში, ნახეთ ონლაინ ვარჯიშები, იოგა და ა.შ.;

დაგეგმეთ რის გაკეთება შეიძლება იზოლაციისას და ვინ მოგაწვდით საკვებს, მედიკამენტებს და ა.შ.;

განსაზღვრეთ 14 დავალება საკუთარი თავისთვის, რომელსაც დღეებზე გადაანაწილებთ;

შფოთვების, თუ ნებისმიერი ფსიქოემოციური სტრესის მომატებისას დისტანციურად მიმართეთ სპეციალისტს.

იზოლაცია შეიძლება დასრულდეს, თუკი სიმპტომების დაწყებიდან გასულია 10 დღე და თავს გრძნობთ კარგად, სიმპტომები ‘ალაგებულია‘. (მეტი დეტალები მიიღეთ ექიმისგან)

არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ხართ დაცული რეინფექციისგან, თვითიზოლაციის დასრულების და/ან ინფექციის გადატანის შემდეგ, დაიცავით ყველა(!) ის ზოგადი რეკომენდაცია რაც არის კოვიდ19-ს პრევენციისთვის გამოცემული"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42