წერეთელის თქმით, ჩანს, რომ მთავრობის ქება წარმატებულ მართვაზე იყო მითი. წერეთელი აღნიშნავს, რომ ეხლა მნიშვნელოვანია ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რათა არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი.
წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაცია გავლენას იქონიებს არჩევნებზე, რადგან ადამიანებს შეეშინდებათ არჩევნებზე წასვლა, ხოლო ხელისუფლება შეეცდება მოახდინოს მისი მხარდამჭერების მობილიზება.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს იქნება არასწორი სტრატეგია, რადგან ასეთ არჩევნებს არ ექნება ლეგიტმაცია.
„ის ვითარება რაც დღეს არის კოვიდინფექციის გავრცელებასთან დაკაშირებით, ნამდვილად არ გვაძლევს საფუძველს, რომ ვინმემ თქვას, ამ ხელისუფლებას ეხება ბუნებრივია, რომ მთელი ეს წინა პერიოდი, მომზადება, მენეჯმენტი და მართვა პროცესის იყო წარმატებული.
დღეს, პრაქტიკულად არის საქართველო ლიდერებს შორის მილიონ მოსახლეზე შემთხვევებით და ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი სირთულეებს, რომელიც აქვს ჩვენ საზოგადოებას და ეხლა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო უკონტროლო გავრცელება და არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლა, კოლაფსი, რაც პირველ რიგში შეიძლება გამოიხატის იმაში, რომ არ იყოს ადგილები ჰოსპიტალებში, არ იყოს სათანადო მართვა პირველად რგოლში, არ იყოს საშუალება იმისა, რომ ადამიანები თვითიზოლაციაში იყვნენ და იქიდან იმართებოდეს ეს პროცესი და რაღათქმაუნდა, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ტესტირების რაოდენობა, ეს დამოკიდებულია იმ რესურსებზე, რაც არის სახელმწიფოში და მე ვფიქრობ, რომ ეს რესურსები ძალიან ლიმიტირებული იქნება.
ასე რომ მთელი ეს მითი, არჩვეულებრივ მზადებასა და მენეჯმენტზე, ამ შედეგებით აბსოლიტურად გაბათილებულია. ძალიან სამწუხაროა, ამიტომ, დღეს ყველა ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი და ჩვენც ვეცადოთ, რომ ინდივიდუალურად თავი დავიცვათ ინფექციის გავრცელებისაგან.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესზე გავლენას, ისე მიდის საქმე, რომ აუცილებლად იმოქმედებს ეს საარჩევნო პროცესზე და ხელისუფლებასაც შესაძლებელია ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა ჰქონდეს, რომ ადამიანები რაც შეიძლება მეტად დაშინდნენ და რაც შეიძლება ნაკლებად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, ხოლო თვითონ მოახერხონ თავიანთი მხარდმჭერების მობილიზება. ეს იქნება მცდარი სტრატეგია, რადგან ასე ჩატარებულ არჩევნებს არავითარი ლეგიტიმაცია არ ექნება.“ -აცხადებს წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები