წამება, ჩაგვრა და იძულებითი აღიარება გახლავთ ძალზე გავრცელებული მეთოდები, რომლითაც პატიმრებს უსწორდებიან ჩრდილოეთ კორეის წინასწარი დაკავების უწყებებში, სადაც ადამიანებს ექცევიან ისე, როგორც ცხოველებს- ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს უფლებადამცველი ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე. აღნიშნული მოხსენება ჩრდილო კორეის სასამართლო და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ უმძიმეს დარღვევებს ეხება.
ამერიკულმა ორგანიზაცია HUMAN RIGHT WATCH-მა ჩაწერა ინტერვიუები ათეულობით ყოფილ პატიმართან , რომელთა შორის სახელმწიფო მოხელეებიც იყვნენ. აღნიშული პირები საუბრობდნენ იმ უმძიმეს პირობებზე, რომელიც გავრცელებული იყო დაკავების იზოლატორებში.
ყოფილი დაკავებულების თქმით, ჯოხის რტყმევა და წიხლის კვრა საპატიმროებში მყოფი დაცვის მხრიდან ძალზე გავრცელებული მოვლენა და მოქმედება იყო. მათი განცხადებით, არადამიანური მოპყრობა განსაკუთრებით დაკავების პირველ, ადრეულ ეტაპზე ფიქსირდებოდა, როცა დაკითხვა მიმდინარეობდა.
ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის განცხადებით, დაკავებულებს აიძულებდნენ გაუნძრევლად, მუხლმოდრეკილები დამჯდარიყვნენ იატაკზე 16 საათის განმავლობაში, ოდნავი განძრევაც კი სასჯელთან იყო ასოცირებული.
„გვცემდნენ ხელებით, ჯოხებით, ქამრებით, გვაიძულებდნენ ერთი მეტრის გარშემო წრე 1000-ჯერ შეგვესრულებინა წრიული მოძრაობა.“ - განაცხადეს დაზარალებულებმა.
მასალის გამოყენების პირობები