ოქრიაშვილი აცხადებს, რომ "მანქანას ნატყვიარი ეტყობა". „პრაქტიკულად, ვიცით, ვინც არიან, რომლებმაც შეაჯახეს მანქანა, უნდოდათ, რომ ეს გადავარნილიყო გვერდზე. რამდენჯერმე შეეჯახნენ, მანქანას ესროდნენ დამიზნებით და მანქანას აქვს ეხლა ერთი ნატყვიარი", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.
ლევან მიქელაძე, რომელიც ოქრიაშვილის შტაბის წევრია, ამბობს, რომ თბილისისკენ მომავალს 8 ადამიანი აედევნა და ჯერ გზიდან მისი გადაგდება სცადეს, შემდეგ კი მისი მანქანის მისამართით 6-ჯერ გაისროლეს.
"შემეჯახნენ, ხევში გადამაგდეს, ამის შემდეგ, მანქანის დაზიანების გამო, სწრაფად ვერ ვმოძრაობდი", - ამბობს ლევან მიქელაძე
ლევან მიქელაძემ თავდამსხმელთანგან ქართული ოცნების შტაბის წევრი არჩილ მინდიაშვილი ამოიცნო. ასევე იდენტიფიცირებული არიან ბექა წაქაძე, ბოლნისის საკრებულოს წევრი და და ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპტუტობის კანდაიტის გოგი მეშველიანის საარჩენვო შტაბის წევრი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ინციდნეტში ასევე მონაწილეობდა გოგი მეშველიანის ძმისშვილი. გზაზე, სადაც ინციდენტი მოხდა კამრებიც არის დამონტაჟებული.
"ოცნება ვერ გაიფორმებ ამ არჩევნებს... ეს არჩევნები ლეგიტიმური არ არის" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები