კორონავირუსი - კომპანია თბილისის მიკროავტობუსის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 13:39, 20 Oct, 2020     7614
კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები COVID19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში აკონტროლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას.

„თბილისის მიკროავტობუსი" უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩაანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით. თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას და ასევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გადიან ტესტირებას Covid19-ზე.

თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გამაოგნებელი კადრები- დედამ აიძულა შვილს, მარიხუანა რამდენიმეჯერ მოეწია (ვიდეო)
მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი
კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები: "ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა"
"ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარდა, ოცნების მხრიდან ნებისმიერი სხვა მცდელობა უშედეგო იქნება"- ხაზარაძე
"პარლამენტი არ უნდა შედგეს"- შალვა ნათელაშვილი
"წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე"- ინაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს
"უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა... ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და "ბრიტვა“ - რას ყვება ექთანი, რონმელსაც კოვიდსასტუმროში პაციენტი თავს დაესხა
ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში - ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება - კანდელაკი
ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა მეგობრის მიერ დატოვებულ ბავშვს სამზარეულოს დანით თავი მოაჭრა
დაზიანებები ჯერ მას, შემდეგ საკუთარ თავს მიაყენა - ბათუმის კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას - კაპანაძე
ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან, უნდა იყოს მისაღები - კაპანაძე ვერშბოუს განცხადებაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42