"რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა : ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებისთვის აუცილებელია ცვლილებებისა და რეფორმების გატარება.
პოლიტიკა - 14:15, 20 Oct, 2020     5863

„რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა ლარის გაუფასურებით გამოწვეული პრობლემების და საინვესტიციო გარემოზე ნეგატიური გავლენის შესახებ შეფასებას აკეთებს და არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად პარტია „რეფორმერის“ ხედვებზე საუბრობს.

როგორც მაია კუკავა აცხადებს, ლარის არასტაბილურობა და რეგულარული გაუფასურება უმთავრესი ნეგატიური ფაქტორია არსებულ კომპანიებსა და ახალ ბიზნეს - პროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად.

მაია კუკავა, „რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: „ლარის რეგულარული გაუფასურება ბიზნეს სექტორზე სამმაგ მნიშვნელოვან წნეხს ახდენს, უფასურდება უცხოელი ინვესტორის კაპიტალი; იურიდიული პირებისთვის გაცემული საბანკო ბიზნეს სესხების 74%-ზე მეტი დენომინირებულია დოლარში ან ევროში. ლარის გაუფასურებისას ბიზნესებისათვის ამ სესხების მომსახურება ძვირდება; წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია ანუ დენომინირებულია დოლარში ან ევროში, შესაბამისად, ლარის გაუფასურებისას პროდუქციის თვითღირებულება იზრდება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ინვესტორი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ საქართველოში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ლარის გაუფასურების გამო, მისი საწყისი ინვესტიციის დღევანდელი ღირებულება არის დაახლოებით 12.5 მილიონი დოლარი. 7.5 მილიონი დოლარი, რომელიც ინვესტირებული თანხის 35%-ზე მეტია, დაიკარგა მხოლოდ ლარის გაუფასურების და არა რაიმე სხვა ბიზნესრისკების გამო. ინვესტირებულ თანხაზე 35%-იანი ზარალის ანაზღაურება კი მოითხოვს დარჩენილ კაპიტალზე 60%-იან მოგებას, იმისათვის, რომ ინვესტორის კაპიტალი მხოლოდ მის საწყის ღირებულებას დაუბრუნდეს.

მაია კუკავას განცხადებით, დღევანდელ პირობებში, რეალურად ლარი არის ყველაზე ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური ეფექტის მქონე „ინსტრუმენტი“. მისი გაუფასურებისა და გამყარების მიხედვით ფულის მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში იზრდება და მცირდება.

მაია კუკავა: „ლარის გაცვლით კურსს გაცილებით ძლიერი და ამავე დროს მყისიერი ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის აქტივობაზე და მასში მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე ევოვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისგტროს ყველა მონეტარულ-ფისკალურ ინსტრუმენტს ერთად აღებულს.

ფინანსური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორია ბიუჯეტის არარაციონალური და არაპროპორციული ხარჯვა. მაგალითისთვის, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის სრულად და მიზნობრივად ათვისება, ხშირად, სამინისტროების მიერ ბოლომდე ვერ ხერხდება, რის გამოც საანგარიშგებო წლის ბოლოს უწყებები სახსრების მასიურ ხარჯვას იწყებენ. ამის გამო კი, ეკონომიკაში, მოკლე პერიოდში ხვდება დიდი რაოდენობის ფული, რაც ზრდის ინფლაციის დონეს და ცუდად მოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.

დაუბალანსებელი ბიუჯეტი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ეკონომიკას, განსაკუთრებით მზარდ შიდა და საგარეო ვალთან ერთად. ნელი ეკონომიკური ზრდით ყველაზე მეტად ის ქვეყნები ზარალდებიან, რომლებსაც მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი, არასტაბილური ფისკალური ხარჯების პოლიტიკა და დიდი ვალი აქვს. აღსანიშნავია, რომ მაღალი დოლარიზაცია უარყოფითად ზემოქმედებს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეც. ამ კუთხით „რეფორმერი“, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სრულ გადახედვას და ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიასთან კავშირს განიხილავს. ფისკალური სტრატეგიის მთავარი ამოცანა გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის სტაბილური გარემოს შექმნა უნდა იყოს.

რა განსხვავებაა მოსახლეობას ინფლაცია გააღარიბებს თუ გაუფასურებული კურსის გამო განკარგვადი შემოსავლის შემცირება? შედეგი ორივე შემთხვევაში ერთნაირია: ნაკლები რეალური შემოსავალი.

ლარის გაუფასურების პირობებში, მოსახლეობის შემოსავლების მზარდი ნაწილი ხმარდება სესხების დაფარვას. შედეგად კი სესხების დასაფარავად გადახდილი გაზრდილი ფულადი რესურსი აკლდება ეკონომიკის რეალურ სექტორს, რადგან ნაკლები თანხა იხარჯება კვებაზე ან კვების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე, ნაკლები დანაზოგი კეთდება უძრავი ქონების შესაძენად. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ფულადი რესურსი ბრუნდება ეკონომიკის რეალურ სექტორში და მზარდი ფულადი რესურსი გადადის რეალური სექტორიდან ფინანსურ სექტორში - ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

მოსახლეობის შემცირებული მსყიდველობითუნარიანობის გამო მცირდება ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობა; მოსახლეობის და ბიზნესების კრედიტუნარიანობა; მოთხოვნა ფულად რესურსზე. სესხების დოლარიზარიის პირობებში, ლარის გაუფასურება არა მარტო ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მათი ცხოვრების და მატერიალური კეთილდღეობის დონეს, არამედ ამცირებს ქვეყნის ისედაც მცირე ეკონომიკას. ამასთან, ეროვნულ ვალუტას გაცილებით მეტად აზარალებს დროის მოკლე პერიოდში რყევა, ვიდრე ნომინალური გაცვლითი კურსის სიდიდე სხვა ვალუტებთან მიმართებაში. როდესაც მოქალაქეს აქვს სტაბილური, ღირსეული შემოსავალი, მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, რამდენს შეადგენს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, თუ კი ეს მის მსყიდველობითუნარიანობაზე არ აისახება. მოქალაქეები საქართველოში მაღაზიებსა და ბაზრებში პროდუქციას ვყიდულობთ ლარით, მაგრამ ამ პროდუქციის უდიდესი ნაწილი იმპორტულია, შემოდის უცხოეთიდან, სადაც შემომტანი მის ღირებულებას იხდის ვალუტაში. იმპორტსა და ექსპორტს შორის ურთიერთმიმართება კი, სამწუხაროდ სავალალოა - დაახლოებით ოთხჯერ მეტი ღირებულების პროდუქციას ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. ანუ ვხარჯავთ ოთხჯერ მეტი მოცულობის ლარს, რომლითაც უნდა ვიყიდოთ უცხოური ვალუტა, რომელმაც უნდა გვაყიდინოს პროდუქცია.

მაია კუკავა: „რეფორმერის“ ხედვით პრობლემა გამოწვეულია, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების არარსებობით. ამ მიმართულებების განვითარება ერთის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, რომ შევამციროთ იმპორტ-ექსპორტს შორის არსებული არასასურველი ბალანსი და ეკონომიკა გავხადოთ ბევრად დივერსიფიცირებული და მდგრადი, თუნდაც ციფრული სერვისების დანერგვის კუთხით, რაც გაწერილია ჩვენი პარტიის პროგრამაში. თუ საქართველო უზრუნველყოფს ამ სერვისების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზაციას და შესაბამისად, ვალუტის შემოდინებას, ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი საშუალება, რომ მეტნაკლებად სტაბილურ დონეზე შევინარჩუნოთ ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსი.

იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანებიდან, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში აქვს გადასაწყვეტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სტაბილურობის მიღწევა, რომლის საფუძველსაც სწორი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის აქტივების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 92% კომერციული ბანკების მფლობელობაშია. სადაზღვევო და საბროკერო კომპანიების წილი არ აღემატება 3%-ს. შექმნილი ვითარების გამო ფერხდება ეკონომიკური განვითარება, რადგან ბიზნესს არ აქვს წვდომა კაპიტალზე, რომლის ერთადერთი წყარო კომერციული ბანკია.

ქართულ ბანკებში დოლარზე ანაბრის პროცენტი 5-6%-ით ნაკლებია ვიდრე ლარში. არავინ შეინახავს ფულს ლარის ანაბარზე, თუ მას არ დაერიცხება უფრო მეტი, ვიდრე დოლარის ანაბარზე, სწორედ ლარის გაუფასურების მოლოდინის გამო. ლარის ანაბარზე გადახდილი 6%-ით მეტი, რომელსაც ბანკები იხდიან დოლარის ანაბრებთან შედარებით, არის სწორედ მეანაბრეებისთვის გადახდილი ლარის გაუფასურების რისკის პრემია. რადგან ძვირია ლარის დეპოზიტები, შესაბამისად ძვირია სესხები ლარში. ლარში სესხების სიძვირე არასტაბილური ლარის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორზე. თითქოს ბიზნესს აქვს საშუალება აიღოს სესხი ლარში და ამით ფინანსური ვალდებულების ნაწილში მაინც დააზღვიოს სავალუტო რისკი, თუმცა ამ რისკის დაზღვევის ფასი იმდენად მაღალია, არსებული ბიზნესი თუ ბიზნესპროექტი ინვესტორისთვის აღარ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც გასათვალისწინებელია ლარის გაუფასურების შედეგების ანალიზისას არის მთავრობის საგარეო ვალი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები.

ლარი არის საინვესტიციო კლიმატის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ნეგატიური ფაქტორი. ლარის პრობლემის გადაჭრა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებისთვის აუცილებელია ცვლილებებისა და რეფორმების გატარება ერთდროულად მრავალი მიმართულებით - აცხადებს „რეფორმერის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
გამაოგნებელი კადრები- დედამ აიძულა შვილს, მარიხუანა რამდენიმეჯერ მოეწია (ვიდეო)
მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი
კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები: "ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა"
"ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარდა, ოცნების მხრიდან ნებისმიერი სხვა მცდელობა უშედეგო იქნება"- ხაზარაძე
"პარლამენტი არ უნდა შედგეს"- შალვა ნათელაშვილი
"წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე"- ინაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს
"უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა... ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და "ბრიტვა“ - რას ყვება ექთანი, რონმელსაც კოვიდსასტუმროში პაციენტი თავს დაესხა
ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში - ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება - კანდელაკი
ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა მეგობრის მიერ დატოვებულ ბავშვს სამზარეულოს დანით თავი მოაჭრა
დაზიანებები ჯერ მას, შემდეგ საკუთარ თავს მიაყენა - ბათუმის კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას - კაპანაძე
ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან, უნდა იყოს მისაღები - კაპანაძე ვერშბოუს განცხადებაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42