როგორ უნდა ეძინოს კოვიდინფიცირებულს? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები
COVID-19 - 16:55, 20 Oct, 2020     2554
ონკოპაციენტები, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებლები, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მქონე პირები ექიმ კულუმბეგოვის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები არიან.

მისი თქმით, სწორედ ისინი უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან უფრო ახლო კომუნიკაციაში.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცახდებით, კორონავირუსის შემთხვევების 80% არის მსუბუქი ან საშუალო ფორმით, ანუ შინ შეიძლება მისი მართვა. ექიმის თქმით, მთავარი საშიშროების ნიშნები ამ ინფექციასთან მიმართებაში არის სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს.

„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. შინ მისაღები მედიკამენტებია – სიცხისთვის „პარაცეტამოლი“, სხვა ყველა პრეპარატი კი მეორე რიგისაა.

თუ ტკივილი აწუხებს ინფიცირებულს, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე, სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის შინ, აუცილებელია, შეეცადოს, დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემისა და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება - კანდელაკი
ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა მეგობრის მიერ დატოვებულ ბავშვს სამზარეულოს დანით თავი მოაჭრა
დაზიანებები ჯერ მას, შემდეგ საკუთარ თავს მიაყენა - ბათუმის კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას - კაპანაძე
ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან, უნდა იყოს მისაღები - კაპანაძე ვერშბოუს განცხადებაზე
კრემლი: "ვლადიმირ პუტინი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას ვერ მიიღებს, რადგან მისი უსაფრთხოება დაუმოწმებელია"
სამი წელი 19 წლის ბიჭის ჩაცხრილვიდან და ოჯახის ბრძოლა სიმართლისთვის - თემირლან მაჩალიკაშვილი 22 წლის გახდებოდა
SPUTNIK V- 2021 წელს რუსეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მილიარდ ვაქცინას დაამზადებენ
გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ - კაპანაძე
"წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს"- რა პაკეტზე მსჯელობს ხელისუფლება
“ლელო” - მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტალს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში
,,5/35 - ოქროს ბურთის'' ჯეკპოტი 269 936 ლარი თინათინ ნადიბაიძემ მოიგო!
შემთხვევა წყალტუბოში - სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42