" ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო
პოლიტიკა - 19:49, 20 Oct, 2020     1304
" ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო.
ღონისძიებაზე შეკრებილებს "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს "ლელოს" ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ, თაზო დათუნაშვილმა და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ.

"საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც „სუფთა ხელები" სჭირდება ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"ჩვენ უნდა დავაფორმიროთ კოალიციური მთავრობა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა 21-ე საუკუნის საქართველოში. "ლელოს ახალი მარშალის გეგმა" არის საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ეს შეეხება ყველა სფეროს - განათლებას, ჯანდაცვას, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალს, ეკონომიკას, სამართალს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტურ ცვლილებებს კი სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც "ლელოს" გარშემოა შემოკრებილი, ფუნდამენტურ ცვლილებებს სჭირდება სუფთა ხელები, წრფელი გული, რწმენა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"მიხარია და ამაყი ვარ, რომ მე წარმოვადგენ თქვენს ხმას"-ამ სიტყვებით მიმართა საკუთარი ოლქის მაცხოვრებლებს გრიგოლ გეგელიამ.

"მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პოლიტიკისგან გაჯავრებული ადამიანების ხმა და იმედი. მე ამაყი ვარ რომ ვიბრძვი ჩვენი და თქვენი მომავლისთვის, საერთო გამარჯვებისთვის. ჩვენი პარტია იბრძვის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, შრომის უფლებების დასაცავად და იმისთვის რაც ყველა რუსთაველისა და გარდაბნელის უფლებაა. ჩვენ ამ ქალაქის მოსახლეობას მივცემთ ჯანსაღი ცხოვრების სტიმულსდა გავაძლიერებთ სოციალურად,"-განაცახადა გრიგოლ გეგელიამ.
მოსახლეობას მიმართა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია.

"მნიშვნელოვან დღემდე, 31 ოქტომბრამდე და "ლელომ" მოახერხა ის რაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ჩვენმა გუნდმა მოკლე ვადაში მოახერხა რომ წარმოჩენილიყო როგორც ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. მოახერხა და შეძლო შეექმნა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და მისი აღმშენებლობის გეგმა. ჩვენ არა მარტო გეგმა გვაქვს, არამედ გვყავს გუნდი რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. არცერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი ამიტომ არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია როგორც რეგიონის ფლაგმანის,"- განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42