ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობას აფასებს.
კაპანაძის თქმით, არცერთ სფეროში, არც პანდემიის მართვაში, არც ეკონომიკაში,არც სასამართლო სისტემაში, არც მედია თავისუფლებაში, არც სხვა სფეროებში ქვეყანა 8 წლის მანძილზე არ განვითარებულა.
„რა არის ერთი მიზეზი, რის გამოც ოცნებას მხარს უჭერთ და უნდა დარჩეს ხელისუფლებაში?
- პანდემია დაძლიეს? ვერა. აუფეთქდათ.
- ეკონომიკა გააჯანსაღეს? ვერა. მინიმუმ 5 პროცენტიანი ვარდნა წელს (ალბათ 10-იც) და ძალიან დაბალი ზრდა მთელი 8 წელი
- სიღარიბე დაძლიეს? ვერა. 800.000 ზე მეტი ღარიბი და რამდენიმე ასეთული ათასი, ვინც დღეში 3 ლარზე ცხოვრობს.
- უმუშევრობა დაძლიეს? მარტო 2016-2019 წლებში 45 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგეს კერძო სექტორში და კიდევ ასი ათასი დაუმატეს წელს.
- სასამართლო გახადეს დამოუკიდებელი? ვერა. კლანი და იგივე კორუმპირებული და დამოკიდებული მოსამართლეები.
- დემოკრატია გააძლიერეს? თითქმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი დაიჭირეს, ან გაასამართლეს.
- მედია გახდა უფრო თავისუფალი? არა. შეხედეთ იმედს და პოსტვ-ს და მიხვდებით რა საბჭოთა კავშირსაც ქადაგებენ.
- უსამართლობა დაძლიეს? არა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. სხვებს აღარც ჩამოვთვლით.
- დასავლეთთან ინტეგრაცია წაწიეს წინ? არა. გახსოვთ რამდენი გვაკრიტიკეს მთელი ერთი წელი ჩვენმა უახლოესმა პარტნიორებმა?
- რუსეთთან ურთიერთობები მოაწესრიგეს? არა. ისევე ვკარგავთ ტერიტორიებს, ოღონდ სანაცვლოდ გავრილოვი ჩამოიყვანეს და პრო-რუსული ძალები გააძლიერეს.
ანგაჟირებული ვარ, ვიცი, მაგრამ, მართლა, ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს. მხოლოდ ერთი.“ - აცხადებს კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები