სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მას ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ პირთან რაიმე კავშირი აქვს. აღნიშნულზე კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და მის ნათესავ, ერთ-ერთ სავარაუდო მძევალ, დათო ხვიბლიანზე ისაუბრა.
თემურ ხვიბლიანის მტკიცებით, დათო ხვიბლიანი 4 დღის წინ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შემთხვევით მოხვდა, და იქ ის ხელფასის ასაღებას იყო მისული.
"პირადად მეამაყება დავით ხვიბლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე. მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ადგა, ჩავიდა ბანკში, გარკვეული დროის მერე შემოვარდა მძარცველი, რა თქმა უნდა, ისიც მოყვა მძევალთა რიგებში. რა თქმა უნდა, მაგ დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად, ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან", - თქვა თემურ ხვიბლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები