2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი - ბობოხიძე
პოლიტიკა - 19:52, 24 Oct, 2020     525

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და სერგო რატიანთან ერთად ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, მოსახლეობათან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, რომელიც იმერეთში პარტიულ კონკურენციაში მონაწილეობს.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ გაყინა დრო და შეაჩერა ქვეყნის განვითარება, ხოლო დღეს ქვეყნის წინსვლას სჭირდება კომპეტენტური გუნდი და გარდამტეხი ცვლილებები.

„თუ სად მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა, აი ეს არის ნათელი მაგალითი. 2012 წლის შემდეგ აქ არ შეცვლილა არაფერი, დრო გაიყინა და საქართველოც გაიყინა. იმისთვის, რომ შევადაროთ, ვის შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, გავიხსენოთ რა ჩაიბარა წინა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი გუნდიც სწორედ ევროპული საქართველოს ლიდერები იყვნენ, ჩაიბარა უშუქო, ბანდიტებით და კრიმინალებით დახუნძლული ქვეყანა, პენსია და ხელფასებ გაყინული ქვეყანა და 2012 წელს დავტოვეთ ფეხზე დამდგარი ქვეყანა. 2012 წელს რაც გადავაბარეთ ხელისუფლება ივანიშვილს, სამწუხაროდ დრო გაყინა და შეჩერდა ყველაფერი.

ამიტომ, თუ გვინდა წინსვლა, თუ გვინდა ჩვენი შვილების და მომავლის უზრუნველყოფა, 31 ოქტომბერს სრულიად საქართველო უნდა დავდგეთ და ისე როგორც წალენჯიხიდან, თელავიდან, ბათუმიდან დაიძრა 2003 წელს მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე მთელმა საქართველომ უნდა მოვიშოროთ ჭირი რომელსაც სახელად ჰქვია ქართული ოცნება და ბიძნა ივანიშვილი.“ - განაცხადა ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"პარლამენტი არ უნდა შედგეს"- შალვა ნათელაშვილი
"წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე"- ინაშვილი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს
"უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა... ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და "ბრიტვა“ - რას ყვება ექთანი, რონმელსაც კოვიდსასტუმროში პაციენტი თავს დაესხა
ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში - ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება - კანდელაკი
ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა მამაკაცმა მეგობრის მიერ დატოვებულ ბავშვს სამზარეულოს დანით თავი მოაჭრა
დაზიანებები ჯერ მას, შემდეგ საკუთარ თავს მიაყენა - ბათუმის კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა
არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ, არცერთ სხვა საკითხზე ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობას ან დისკუსიას - კაპანაძე
ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ნატოსთან, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან, უნდა იყოს მისაღები - კაპანაძე ვერშბოუს განცხადებაზე
კრემლი: "ვლადიმირ პუტინი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას ვერ მიიღებს, რადგან მისი უსაფრთხოება დაუმოწმებელია"
სამი წელი 19 წლის ბიჭის ჩაცხრილვიდან და ოჯახის ბრძოლა სიმართლისთვის - თემირლან მაჩალიკაშვილი 22 წლის გახდებოდა
SPUTNIK V- 2021 წელს რუსეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მილიარდ ვაქცინას დაამზადებენ
გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ - კაპანაძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42