თსუ-სა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით ლევილის მამულის ისტორიის შესახებ გამოცემა მომზადდება
განათლება - 12:03, 06 Nov, 2020     522
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად ლევილის მამულის ისტორიასთან დაკავშირებულ ორენოვან (ქართულ-ფრანგული) წიგნს გამოსცემს. წიგნი ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება და მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია - პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე პერიოდში. წიგნის ავტორია საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი და მისი საშუალებით, მკითხველი ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ისტორიებს გაეცნობა.


წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. „თსუ-მ ეროვნულ არქივთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის იყო ნოე რამიშვილის სამენოვანი - ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ალბომი, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. დღევანდელი მემორანდუმის ფარგლებში კი, ვაპირებთ გამოვცეთ ლევილის მამულთან დაკავშირებული ორენოვანი წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოცემა იქნება და მკითხველი ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ჩვენს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, გაფორმებული მემორანდუმი იმ მრავალწლიანი ურთიერთობის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. „ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა არაერთი წიგნი, ჩატარდა კონფერენციები და გამოფენები. დღეს კი, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის კონკრეტული მიზანიც კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, ორენოვანი წიგნის გამოცემაა,“ - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ლევილის მამული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მომდევნო პერიოდის შესახებ უამრავ მოგონებას, ინფორმაციას ინახავს. მათი გაცნობა უმნიშვნელოვანესია როგორც პირველი რესპუბლიკის თემის შემსწავლელი მკვლევრებისთვის და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე, ამ პერიოდის ისტორიის პოპულარიზაციისთვის.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, გამოცემა, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა, საკმაოდ მოცულობითი იქნება, როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე ფოტო დოკუმენტებით. წიგნში მოთხრობილი იქნება ლევილის მამულის ისტორია იმ დღიდან მოყოლებული, რაც ის ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, დამთავრებული დღევანდელობამდე, როდესაც იგი ემიგრანტების შთამომავლების ნებით, საქართველოს გადმოეცა. ლევილის მამული საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტთა ცხოვრებასთან გადაჯაჭვულია, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ ერთი მამულის ისტორია. გამოცემა უაღრესად საინტერესო იქნება ემიგრანტული ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა „ლევილის შატოსა და მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რომლითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს გადმოეცა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42