14 ნოემბერს ბორჯღალოსნები "რვა ერის“ პირველ რაუნდში ინგლისელებს დაუპირისპირდებიან
სპორტი - 17:58, 13 Nov, 2020     625

14 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე, „რვა ერის“ პირველ რაუნდში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რაგბის სამშობლოს უმთავრეს გუნდს მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით.

საქართველოს რაგბის ფედერაციაშ აცხადებენ. რომ ამ ტურნირზე ნაკრების მიზანია, თამაშიდან თამაშამდე განვითარდეს და თამაშის კლასი აიმაღლოს.

დღემდე ბორჯღალოსნებმა ინგლისთან ორჯერ ითამაშეს. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის სადებიუტო მატჩში, მომავალმა ჩემპიონმა 84:6 იმარჯვა. 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, ინგლისს ერთი საათი დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში სამი ლელოს გატანა მოახერხა და 41:10 გაიმარჯვა.

შემოდგომაზე გუნდებმა თითო თამაშის ჩატარება მოასწრეს. ბორჯღალოსნებმა 8-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ პირველი მატჩი 23 ოქტომბერს, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართეს (7:48), 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა კი გადაიდო.

ინგლისს 25 ოქტომბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა, ორი კვირის წინ კი, 2020 წლის ექვსი ერის დასკვნით მატჩში, რომში იტალია მეორე ტაიმში გატეხა, ბონუსით, 34:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გუნდების შემადგენლობები:

ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლორენსი, 12. ჰენრი სლედი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი;

1. ელის გენგე, 2. ჯიმი ჯორჯი, 3. ვილ სტიუარტი, 4. ჩარლი ველსი, 5. ჯო ლანჩბერი, 6. მარო იტოჯე, 7. ჯეკ ვილისი, 8. ბილი ვუნიპოლა.

16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ერლი , 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მეილინზი, 23. ჯო მარშანი

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემე თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა

ტურნირზე საქართველოს ნაკრები კიდევ 2 მატჩს გამართავს: 21 ნოემბერს - უელსი-საქართველო; 29 ნოემბერს - ირლანდია-საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რამზან კადიროვმა ანსამბლის ხელმძღვანელი ნოკაუტში ჩააგდო - როგორ ერთობა პუტინის ფავორიტი (ვიდეო)
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
ეს შეზღუდვები არავის ეხალისება,ზურაბ ჯაფარიძე პასუხს არაფერზე აგებს - მთავრობა პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე - ცერცვაძე
ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა - ცერცვაძე
ხანძარი ბახმაროში - კურორტზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" 24 იანვარს მასშტაბურ აქციას გამართავს
გარდა სწრაფი გავრცელებისა, ის შეიძლება მეტად მომაკვდინებელი იყოს - ბორის ჯონსონი ახალ შტამზე
N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში - ოთხ პატიმარს - პენიტენციური
ვარკეთილში 8 მილიონიანი წყლის მილი გასკდა - მოსახლეობის დიდი ნაწილი ორი დღეა უწყლოდაა დარჩენილი (ვიდეო)
200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ - ჯაფარიძე
გადავარჩინოთ 20 წლის მარიამი - გოგონა სხეულის სხვადასხვა ორგანოზე სიმსივნურ წარმონაქმს ებრძვის
400-კაციანი ქორწილი ლონდონში - კოვიდრეგულაციების დამრღვევებს 10000 ფუნტის ჯარიმა ემუქრებათ
ამ ვაქცინებმა, შესაძლოა, COVID-19-ის ახალი შტამების მიმართ ძალა დაკარგონ -კულუმბეგოვი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42