ხვალიდან ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება - ვინ ისარგებლებს უფასოდ და რა შეღავათი ექნებათ ვაკელებს
საზოგადოება - 10:38, 19 Nov, 2020     324
ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ,უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზეუფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობაუფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.
ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთიუფასოა.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა:
ილია ჭავჭავაძის გამზირი - 41 ადგილი; ატენის ქუჩა - 12 ადგილი;ნინო რამიშვილის ქუჩა - 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა - 56 ადგილი; ლევანმიქელაძის ქუჩა - 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა - 27 ადგილი; ნიკოლოზყიფშიძის ქუჩა - 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა - 29 ადგილი; ქაქუცაჩოლოყაშვილის გამზირი - 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა - 81 ადგილი;ირაკლი აბაშიძის ქუჩა - 316 ადგილი;
მცხეთის ქუჩა - 79 ადგილი; შროშის ქუჩა - 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა -8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა - 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერისმიმდებარედ - 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა - 101 ადგილი; ზაქარიაფალიაშვილის ქუჩა - 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა - 15 ადგილი;ნაფარეულის ქუჩა - 21 ადგილი; რაფიელ ერისთავის ქუჩა - 11 ადგილი; ბაზალეთისქუჩა - 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა - 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილისქუჩა - 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა - 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა -17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა - 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა -111 ადგილი.
ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურებიგანთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე:
თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძისქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირისმ კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირებისშესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასოპარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც IDბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დასაკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ,გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით,ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაცნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კარასინი-აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასა და ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრეს - შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა
ქვეყანა ახლა უკეთ უძლებს პანდემიას ვიდრე ეს 90-იან წლებში - გამყრელიძე
"რვა ბავშვი დაობლდა..." - ცნობილია, ვინ არიან მცხეთასთან მანქანით მტკვარში გადავარდნილი ახალგაზრდა ქალები
ყველაფერს აქვს ფასი, ეს ფასი იმ პერიოდისთვის ჩვენთვის იყო ეკონომიკა — ტიკარაძე ზაფხულში ბათუმის არჩაკეტვაზე
ახალგორიდან მოსახლეობის გასვლას ადასტურებს თუ არა ცხინვალი - არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შსს-ს განცხადება
ახლა არ არის წარსულზე საუბრის დრო, ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ - გამყრელიძე
მაშველებმა მტკვრიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - შემზარავი ავარიის დეტალები
შემზარავი ავარია მცხეთასთან - შემთხევევას 3 ადამიანი ემსხვეპლა
ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთვის ემზადება - პროტესტის ფორმაზე შეთანხმებისათვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბებიან
მნიშვნელოვანი საკვებისა და მედიკამენტების ყიდვაა - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ავტოიმპორტიორები
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - ოკუპირებულ აფხაზეთში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს
ადამიანებს ცხოვრების უფლება წაართვეს,ქვეყანა გაყოფილია ვიღაცა მაშხალებს გაისვრის, შამპანურს დალევს ნაწილს კი გათბობაც არ ექნება - ჭიჭინაძე "ლოქდაუნზე"
შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ - საია "ოცნებას" კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42