გომბორის ტყეში მგზავრმა კუბო იპოვა
სოც.მედია - 13:19, 19 Nov, 2020     1674

"Facebook"-ის მომხმარებელმა, დავით მოსიაშვილმა, გომბორის ტყეში მიცვალებულის სასახლე იპოვა. ამის შესახებ მან პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

„გომბორის უღელტეხილი ყველა დროს ხომ ლამაზია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, შემოდგომას მოუხატავს თავის ფერებით და მგზავრობისას თვალებს გითბობს , აი ისე Eric Clapton-ის Autmn Leaves -ს ძალათი რომ ჩაგართვევინებს.

გზაზე მრავლადაა ნიშნები ტექსტით ,,გაუფრთხილდი გარემოს” ,ნუ დააბინძურებ შენს ქვეყანას” და მსგავსები…

როდესაც ვმგზავრობ ე.წ. ,,სტოპზე” სულ ვაჩერებ, ვიცნობ ახალ ადამიანებს, ვსაუბრობ და მგზავრობას ეს უფრო სახალისოს ხდის, ხო და ერთი სტუდენტი დავიმგზავრე

ჩემი წინა სასაფლაოს ისტორიაც ხომ გახსოვთ და მოკლედ დავიწყე:

მოვდივართ , ვსაუბრობთ, ვაჩერებ გზად ფოტოებისთვის და თითქმის გამოვიარეთ გომბორის გზა, ეკლესიას გავცდით ,ბოლოჯერ შევჩერდი ხედის გამო ესეც და მორჩა თქო და ოპააა!

ცენტრალური გზიდან დაახლოვებით 40-50 მეტრი ტყეში შესვლა მომიწია, მივდივარ თავისუფლად, გარემო ულამაზესი, სიჩუმე- სიჩუმეს მხოლოდ ხიდან ჩამოვარდნილი მორიგი ყვითელი ფოთლის შრიალი თუ არღვევს.

ყველაფერი რომ მე, მაგასაც შევეჩვიე.

ხო და არც მეტი არც ნაკლები, ჩემს წინ გაჩნდა, მიცვალებულის სასახლე, კუბო, ოთხი ფიცარი თუ როგორც ქვია თავისი შეკაზმულობით …

პირველი რეაქცია ფოტო აპარატის ჩართვა იყო, შემდეგ მგზავრის დაძახება, საშინელი შეგრძნება და შემდეგ უკვე ის რასაც ფოტოებზე ხედავთ.

შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ესეც კი გაულამაზებია მაგრამ.

სად აგდებ რომ აგდებ? თან ლითონისას, არაბიოდეგრადირებადს?

ცოტა შორს მაინც წაიღე, ან ნაგვის ურნასთან დადე, ან ნაგვის მანქანაზე.

დარწმუნებული ვარ ბუნების სადღეგრძელოს დიდი ყანწით სვამ და შენი ჭიშკრის წინ არსებულ ნაგავზე მთავრობას ლანძღავ.

ან იმ მიცვალებულმა რა დაგიშავა სახლი რომ ასე დაუგდე… პ.ს. ვინც ჩათვლით რომ ეს რა გადასაღები იყო, გადაიღო კი არა შიგ უნდა ჩააწვინო ამის აქ დამდები. ალბათ შემდეგ ისტორიაში მკვდარი შემხვდება პირადად“,- წერს დავით მოსიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მზად ვიყავით დაჯარიმებისთვის - სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42