როგორ დავაღწიოთ თავი სეზონურ დეპრესიას?! – ნათია ფანჯიკიძის რჩევები დეპრესიისკენ მიდრეკილებს
სოც.მედია - 13:45, 19 Nov, 2020     1019

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში , "Facebook"-ის პირად გვერდზე, დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებს რჩევებს აძლევს.

მოგეხსენებათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად სეზონური დეპრესია სულ უფრო აქტუალური ხდება. უამრავი ადამიანისთვის წლის ამ პერიოდში მთავარი კითხვაა, თუ როგორ დავაღწიოთ თავი სეზონურ დეპრესიას?! - ამ კითხვაზე კი ფანჯიძემ ამომწურავი პასუხით გაანებივრა მისი გამომწერები.


"სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაირამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რომ დაინახონ თქვენმა მშვენიერმა თვალებმა. ხოდა ბევრნაირი ჩაი და მურაბები მოიმარაგეთ სარიტუალოდ და საბანივით პალტო ამჯობინეთ ლამაზ პალტოებს გარეთ გასასვლელად. აიისეთი, თქვენი სითბო რომ თქვენვე მოგხმარდეთ მის ქვეშ და მაქსიმალური ავტონომიით დატკბეთ გარესამყაროსგან. არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე სიცივეში და სისველეში სეირნობა თბილი პალტოთი. ვისაც არა აქვს თბილი რამეები, მათთვის ჩავაბაროთ ჩვენი ზედმეტი პალტოები და ჯემპრები, რომ გათბეს სხვაც ყველა. უფრო მეტად ცხიმიანი საკვები ეხმარება ენდორფინების აჟრიამულებას ამ ამინდებში, ვიდრე ჩვეულებრივ მოვიხმართ და ვისაც სეზონური დეპრესია არ გემუქრებათ, თქვენთვის გლინტვეინის, ბუხრის (რადიატორის გინაც) და სიყვარულის სეზონის დადგომა მომილოცავს, მოგეცეთ ლხენა, რა გენაღვლებათ. ხოდა კიდევ, იუთუბზე ჩართეთ 15 წუთიანი ვარჯიშების გაკვეთილი, სასარგებლოა დიდად და მანდაც გასწავლით თავის დაზოგვას, - გადახვევით 5 წუთში ვამთავრებ მე და მთელი კვირა მყოფნის კმაყოფილებისთვის. თქვენი დოზა თავად განსაზღვრეთ. როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, - ეწყინება და მალე გავა და რაგამოდის? - შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს.",- წერს ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მზად ვიყავით დაჯარიმებისთვის - სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42