საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "წლის სოციალური საწარმო“ გამოვლინდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:28, 20 Nov, 2020     862

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისებას განაგრძობს. 19 ნოემბერს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებული- „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი“ გაიმართა. ღინისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო სპიკერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ საწარმოთა ალიანსებიდან წარსდგნენ. ფორუმის ბოლოს კი ფარული კენჭის ყრით „წლის სოციალური საწარმო“ „გუმბათი“ გამოვლინდა, რომელსაც საქართველოს ბანკის მიერ გრანტი გადაეცა.

სოციალური საწარმო გუმბათი არის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ადგილი წალკაში, რომლის მისიაა წალკის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს თანასწორი, უსაფრთხო და განვითარებული საცხოვრებელი გარემო.

წლევანდელი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილ მომხსენებლებს დამსწრეები Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. ფორუმის ძირითადი თემები აერთიანებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ახალგაზრდები და სოციალური მეწარმეობა; სოციალური მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; კრიზისული სიტუაციების მართვა და მისი დაძლევის საუკეთესო მაგალითები ქართველ სოციალურ მეწარმეებთან და COVID-19-თან მიმართებაში.

„საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. გვეამაყება, რომ ბანკის ჩართულობით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ის საწარმოები ფინანსდება, რომლებიც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზნებით გამოირჩევიან. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება და მეტი ადამიანის, სფეროს და ადგილის განვითარება ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR- ის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ და გააძლიერონ საქმიანი კავშირები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ კონცეფციას. წელს სოციალური მეწარმეობის ფორუმი საერთაშორისო კვირეულის ფორმატში გაიმართა, რითიც საერთაშორისოდ დაგეგმილ ღონისძიებებს შეურთდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კომენდანტის საათის დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის კაცი ემსხვერპლა
45 წელს ზემოთ მოქალაქეები "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
მსოფლიო ბანკი სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად 85 მლნ ევროს გამოყოფს
ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა
ნიკა მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტასბურგმა სარჩელი მიიღო
კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა
"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი - ვატო წერეთელი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
ყველამ იცის, მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - კობახიძე
მარტო სამეფო ტახტზე - დედოფალი ელისაბედი პირველად დაესწო საჯარო ღონისძიებას პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (ფოტო)
სიგარეტის მოწევის თავის დანებების უჩვეულო მეთოდი (ვიდეო, ფოტო)
მედდას 8 ჩვილის მკვლელობა ედება ბრალად
უგულავას დიეტა უფრო ეფექტურია თუ მელიასი - რას პასუხობენ პოლიტიკოსები ინგა გრიგოლიას (ვიდეო)
"ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42