"ე.წ. ხელყუმბარა, ეს იყო სათამაშო, "ზაჟიგალკა", მან ქვეყანაში არსებული უსამართლობა პერფორმანსით გააპროტესტა" - მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატი
კრიმინალი - 12:55, 21 Nov, 2020     678
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ მისი ვიზუალის სანთებელა ეჭირა ხელში. უფლებადამცველების განმარტებით, ბრალდებული აზარტული თამაშების მსხვერპლია და გუშინდელი "პერფორმანსით" ის აზარტული თამაშების არსებობას აპროტესტებდა:

"ე.წ. ხელყუმბარა რაზეც საუბრობდნენ, ეს იყო სათამაშო, უფრო სწორად "ზაჟიგალკა", რომელსაც ხელყუმბარის ფორმა აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, მან ეს უბრალოდ შეღება შავ ფრად. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მანამდე ჩვენც, პოლიციელებმაც და ყველამ იცის რომ ია არ იყო იარაღი. მას როგორც შეეძლო გააპროტესტა ქვეყანაში ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე მთავარი - მას არ ჰქონია იარაღი, არ ჩაუდენია ყაჩაღობა, მეტიც - მოლარე გოგონა რომელიც სალაროდან გამოვიდა, სთხოვა რომ კარი დაეკეტა, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა თანხასთან", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სის შენობაში თავდამსხმელი შეიჭრა და 11 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადა და სპეცრაზმი. დამნაშავე გვიან ღამით აიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას გულისხმობს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მზად ვიყავით დაჯარიმებისთვის - სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42