ქაბულში დასახლებულ პუნქტში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა - დაჭრილია ათეულობით ადამიანი
მსოფლიო - 13:26, 21 Nov, 2020     316

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პიკის საათებში, დასახებულ ადგილას რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 მოქალაქე დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა.

აფეთქება, დიპლომატიურ ანკლავთან ახლოს მოხდა და საელჩოების გასაფრთხილებლად სპეციალური საყვირები ჩაირთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაიჭრა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხუთი ცხედარი და 21 დაშავებული შეიყვანეს საავადმყოფოში ინციდენტის შემდეგ.

პოლიციის ვერსიით, ტერორისტებმა რაკეტები სატვირთო მანქანაზე დააყენეს, ისინი იძიებენ, როგორ შემოვიდა სატვირთო ქალაქში.

თალიბანმა თავდასხმაში მონაწილეობა უკვე უარყო.

ცნობისთვის, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, თალიბანის და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან თავდასხმები იზრდება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ავღანელი ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მზად ვიყავით დაჯარიმებისთვის - სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42