მიუხედავად უკონკურენტო არჩევნებისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი გრძელდება - მენაბდე
პოლიტიკა - 17:49, 21 Nov, 2020     517

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თბილისსა და რუსთავში ორგანიზაციის ორი დამკვირვებელი ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა.

მისი თქმით, მიუხედავად უკონკურენტო არჩევნებისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი მაინც გრძელდება.

"სამწუხაროდ, არის და გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლი. ასეთ პირობებშიც, უკონკურენტო არჩევნებშიც კი იყენებენ ამ მექანიზმებს, რაც ამომრჩეველზე ზეწოლის გარემოს ქმნის და ჩვენი ორი დამკვირვებელი თბილისსა და რუსთავში ამ ზეწოლის მსხვერპლი გახდა კიდეც. მათ დაემუქრნენ, მათზე ზეწოლის მოხდენა სცადეს, რაც ლოგიკურად აუხსნელია",-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ უბნებზე გამოვლინდა ე.წ. კარუსელის ფაქტი. ასევე ელენე ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტიც გამოავლინა.

"პირველ შემთხვევაში ეს შეეხება ე.წ კარუსელის ფაქტს, რამდენიმე ამომრჩეველი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას რამდენჯერმე. ასევე გამოვავლინეთ ამომრჩევლის მოსყიდვა, უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს, თუ არ ვცდები, ფული გადასცეს ე.წ. პარტიულმა კოორდინატორებმა, რომლებიც მობილიზებული არიან უბანთან",-თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე… ძალიან დავითრგუნე” – თამრიკო ჭოხონელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42