პარლამენტში იმიტომ არ შევდივართ, რომ საქართველოში ბელარუსის ან უკრაინის სცენარი არ განმეორდეს - ბოკერიას განმარტება
პოლიტიკა - 20:48, 21 Nov, 2020     443

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ საქართველოში ბელარუსის ან უკრაინის სცენარი არ განმეორდეს.

გიგა ბოკერიას განმარტებით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დარღვევები გასულ წლებშიც დაფიქსირებულა, თუმცა, ეს არჩევნები იმით იყო განსაკუთრებული, რომ ხელისუფლებას უსამართლო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უსამართლო საარჩევნო გარემო არ ეყო და შედეგები - გამარჯვებული და დამარცხებული - შეცვალა.

ბოკერიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორმალურ პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს, ოპოზიცია პარლამენტში დამარცხების შემთხვევაშიც უნდა შევიდეს, რათა ხელისუფლებას ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს.

"90-იან წლებში ბელარუსი უკრაინაზე წინ იყო, მაგრამ მერე მოვიდა კაცი, რომელმაც გატეხა პოლიტიკური კლასის ნება ნაბიჯ-ნაბიჯ, რეპრესიებითა და არჩევნების გაყალბებით და დღემდე ფასს იხდის ეს ქვეყანა და ეს ხალხი, რომელიც ევროპის შუაგულშია. ანუ დიდი ფასი აქვს ქვეყნისთვის, თუ შეეგუები, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს.

და მეორე გზა არის ასევე ტრაგიკული მსხვერპლის ფასად უკრაინაში იანუკოვიჩის, ამ ქვეყნის მოღალატის დამარცხება.არჩევნების დღეს ხმის მიცემისას და დათვლისას მანიპულაციებით, გაკონტროლებული ხმებით, ბიძინას კარუსელებით, ჩაყრით შეცვალეს გამარჯვებული და დამარცხებული. არ ყოფნიდათ უსამართლო საარჩევნო გარემო იმ შედეგისთვის, რომ ივანიშვილს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. და თუ ასეთი პროცესის შედეგად მიღებულ შედეგს აღიარებ და კურთხევას აძლევ მონაწილეობით, ამით ურტყამ თვითონ არჩევნების იდეას. ჩვენთან იყო ცოტა არანორმალური გაგება ზოგიერთი მიმომხილველისგან, რომ მაინც ხომ ვერ გაგაქვთ თქვენი, რატომ უნდა იყოთ. ეხლა ეგ დაანგრევდა საერთოდ დემოკრატიას. ვიღაც იგებს, ვიღაც აგებს. შედიხარ იმიტომ, რომ ეს ტრიბუნა გამოიყენო. ეცადო, რომ რაც მცდარად მიგაჩნია, ნაკლებად გააკეთებინო მთავრობას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელახალი არჩევნები , თამარ ჟვანიას გადაყენება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე… ძალიან დავითრგუნე” – თამრიკო ჭოხონელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42