"დამკვირვებლების მიმართ მუქარა, ხმის მიცემის ფარულობა, საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფა" - "მრავალეროვანი საქართველო" დარღვევებზე
პოლიტიკა - 21:42, 21 Nov, 2020     392

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ემხაურება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს და ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისა და უბნების დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია დამკვირვებლების მიმართ მუქარის, ხმის მიცემის ფარულობის, საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფასა და სხვა დარღვევებზე საუბრობს.

„21.30 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ დროისათვის დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები: მუქარა და დაშინება „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართ -1 ფაქტი. ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მუქარას მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიმართ. მას შემდეგ, რაც მან გადაიღო საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა, რომლებსაც საარჩევნო უბანზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა და არაუფლებამოსილმა პირებმა დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ტელეფონის დამტვრევას შეეცადნენ. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირებმა დამკვირვებელს ბოდიში მოუხადეს. სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა -1 ფაქტი.

ლაგოდეხის #10.15.36 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვა პირის კუთვნილი პირადობის მოწმობით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზება ხმის მიცემის მიზნით - 1 ფაქტი . ისნის #04.05.39, #04.05.40, #04.05.42, #04.05.44 და #04.05.45 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შენობაში (#103- ე საჯარო სკოლის შენობის ჰოლში) სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ფოთის ახალგაზრდული ალიანსი“, „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლები სატელეფონო ზარებს ახორციელებენ და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა -1 ფაქტი. ახმეტის #10.18.03 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. მან კენჭისყრის კაბინაში შეიხედა, რათა დაენახა, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებდა ამომრჩეველი არჩევანს საარჩევნო ბიულეტენზე.

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი: საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფა-1 ფაქტი. რუსთავის #12.20.22 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დათვლის შემდეგ ყუთის გახსნამდე არ დალუქეს ამომრჩეველთა სიები, რაც საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე- 3 პუნქტის დარღვევაა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე… ძალიან დავითრგუნე” – თამრიკო ჭოხონელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42