"ენმ-ს" ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - მდინარაძე
პოლიტიკა - 21:57, 21 Nov, 2020     560

"ქართლი ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს, 20:00 საათზე ან ამის შემდეგ,საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება „ქართულ ოცნებას“.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა.

„მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენ დილიდან არაერთხელ წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და მიმართა ოპოზიციას, რომ „მდარე პროვოკაციებს“ არავითარი აზრი არ აქვს.

„მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო, იმისათვის, რომ გაირკვეს ვის სთხოვეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე, ესენი არიან - ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა ე.წ.ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე. პარტიაში გვაქვს ყველა ინფორმაცია, ძალიან ბევრი მათი წარმომადგენლისგან ეს ინფორმაცია გამოდის და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება - ესეც მდარე პროვოკაციაა, მითუმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობის“ განმავლობაში სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან რეზოლუციის მხარდამჭერი, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას

ერთ-ერთი მინი - პროვოკაცია იმაში მდგომარეობს, რომ საღამოს თქვან, თითქოს „ქართული ოცნება“ ავალებდა თავიანთ მხარდამჭერების ნაწილს, რომ მათ შემოეხაზათ ხუთიანები იმისათვის, რომ თითქოს ეს ხელოვნური კონკურენცია გაჩენილიყო, თითქოს ისინი არ აქტიურობენ თავისი აგიტატორების მეშვეობით.

ასევე, შალვა პაპუაშვილმაც გითხრათ, რომ ისნის ერთ-ერთ უბანზე აპირებენ პროვოკაციის მოწყობას. ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ იქ რაღაც არეულობის ფონი შექმნან.

ასე რომ, ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას და თქვენ. ალბათ გახსოვთ, რომ ასეთი პროვოკაციების შესახებ, მათი ძალადობრივი მოქმედებების და დაგეგმილი, მოგონილი გაყალბების შესახებ ჩვენ წინასწარ ვუყვებოდით საზოგადოებას და ყველა პუნქტი იყო მართალი - ამაშიც თქვენ, ჟურნალისტები და საზოგადოება კარგად დარწმუნდით“, მდინარაძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოსამართლემ შუშის სასახლეში მობინადრე ზევსის დავალება შეასრულა - ივერი მელაშვილის მეუღლე
ქუთაისში, კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე… ძალიან დავითრგუნე” – თამრიკო ჭოხონელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42