ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ბრალდებით დაკავებულს გირაო შეეფარდა
სამართალი - 20:24, 22 Nov, 2020     554

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

როგორც საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

„ვინაიდან, დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა“,- აცხადებენ პროკურატურაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“მშობლებს ჯინსების ფული არ ჰქონდათ, რომ მე და ჩემს ძმებს ჩავგვეცვა… “ – ნინო ანანიაშვილი მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს იხსენებს
მოპარული არჩევნები და ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთობა - რას გეგმავენ ივანიშვილის ოპონენტები ერთპარტიული პარლამენტის შეკრების დღეს
მზად ვიყავით დაჯარიმებისთვის - სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს
ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კავსაძის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, გვაქვს დადებითი დინამიკა - რატიანი
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს, ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები - ჯაფარიძე
ალექსანდრე გოგინავა: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაწესებული შეზღუდვები შედეგს დაახლოებით ორ კვირაში გამოიღებს
ბათუმის აქციაზე დაკავებული ირკალი ჩხვირკვია 5000 ლარით დააჯარიმეს
მელაშვილი/ილიჩოვას ადვოკატებმა დასკვნა უგულავას ძმას შეადგენინეს, შინაარსობრივად ეს ექსპერტიზის დასკვნა არაა - პროკურორი
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა და შეზღუდვების აღსრულება - გახარიას დავალება რწმუნებულებს
ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო - ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკას პასუხობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42