თავისუფალი საწოლი დიდი ხანია არ გვაქვს, პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც სჭირდება — ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი
COVID-19 - 00:40, 23 Nov, 2020     431

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია აცხადებს, რომ მათ საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი დიდი ხანია არ არის და პირველივე განთავისუფლებულში ათავსებენ იმ პაციენტს, ვისაც იმ წუთას სჭირდება.

"მესმის ყველას უსასოობა. ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი "ჩაწყობის" გარეშე", - წერს ის.

მისი თქმით, სხვა შესაძლებლობა არ არის და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა. გაბელია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია.

"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს -სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი", -წერს გადელია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კარასინი-აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასა და ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრეს - შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა
ქვეყანა ახლა უკეთ უძლებს პანდემიას ვიდრე ეს 90-იან წლებში - გამყრელიძე
"რვა ბავშვი დაობლდა..." - ცნობილია, ვინ არიან მცხეთასთან მანქანით მტკვარში გადავარდნილი ახალგაზრდა ქალები
ყველაფერს აქვს ფასი, ეს ფასი იმ პერიოდისთვის ჩვენთვის იყო ეკონომიკა — ტიკარაძე ზაფხულში ბათუმის არჩაკეტვაზე
ახალგორიდან მოსახლეობის გასვლას ადასტურებს თუ არა ცხინვალი - არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შსს-ს განცხადება
ახლა არ არის წარსულზე საუბრის დრო, ცეცხლი ანთია და ერთად უნდა ჩავაქროთ - გამყრელიძე
მაშველებმა მტკვრიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - შემზარავი ავარიის დეტალები
შემზარავი ავარია მცხეთასთან - შემთხევევას 3 ადამიანი ემსხვეპლა
ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთვის ემზადება - პროტესტის ფორმაზე შეთანხმებისათვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბებიან
მნიშვნელოვანი საკვებისა და მედიკამენტების ყიდვაა - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ავტოიმპორტიორები
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - ოკუპირებულ აფხაზეთში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს
ადამიანებს ცხოვრების უფლება წაართვეს,ქვეყანა გაყოფილია ვიღაცა მაშხალებს გაისვრის, შამპანურს დალევს ნაწილს კი გათბობაც არ ექნება - ჭიჭინაძე "ლოქდაუნზე"
შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება უნდა შეიზღუდოს პარლამენტის და არა მთავრობის მიერ - საია "ოცნებას" კონსტიტუციურობის დაჩქარებულ ვადაში შესწავლისკენ მოუწოდებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42