
აშშ-ში, იუტას შტატში მაშინ როდესაც მაშველთა სამსახურის წევრები ვერტმფრენიდან დაფიქსირებულ ცხვრების რაოდენობას ითვლიდნენ, აღმოაჩინეს ქვისგან გამოთლილი უცხო საგანი. აღნიშული სტრუქტურა, რომელიც მიწაში იყო მოთავსებული დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლისაა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი გარკვეული სახეობის მეტალისგანაა აგრეთვე დამზადებული, რომელიც ირგვლივ არსებულ წითელ კლდეებს ირეკლავს და კაშკაშად ასხივებს.
იუტას შტატის საგზაო პატრულის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე აიტვირთა აღნიშული ფაქტის ამსახველი ფოტოები, სადაც ასახულნი არიან მონოლითი და ცხვრები.
ვერტმფრენის პილოტმა , ბრეტ ჰაჩინგსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამაა, რაც მას ამ წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე უნახავს.
ამ დრომდე უცნობია თუ საიდან აღმოჩნდა ზემოხსენებული მონოლითი იუტას შტატის აღნიშნულ ტერიტორიაზე. პილოტი ვარაუდობს, რომ ქვისგან გამოთლილი საგანი აქ ადამიანების მიერ უნდა იყოს დამონტაჟებული, თუმცა ვერც არც იმას უარყოფენ, რომ იგი შეიძლება ციდან ჩამოვარდნილიყო და მისი წარმომავლობა კოსმოსს უკავშირდებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები
