ორი განსაკუთრებული თვე იქნება, დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად შეზღუდვები იმოქმედებს - კულუმბეგოვი
COVID-19 - 22:58, 24 Nov, 2020     1406

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამედიცინო სექტორის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მსჯელობა იყო ყველა იმ საკითხზე, რომელიც შექმნილ ეპიდვითარებას შეეხება.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბარია ორ თვეზე – დეკემბერსა და იანვარზე.

„მსჯელობა იყო ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეპიდემიას შეეხება და რასაკვირველია იმაზე, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი შესაძლო ღონისძიება, რომელიც ამ ეპიდემიის ძალიან დრამატულად მიმდინარე ტრაექტორიაზე ზეგავლენას მოახდენს. მთავარი საპირწონე გახლავთ, ყველაფერი მოხდეს ისე, რომ წერტილოვანი შეზღუდვები იყოს მინიმალური ეკონომიური გავლენის და ეპიდემიის ტრაექტორიაზე მაქსიმალური შესაძლებლობას მოგვცეს.

რა თქმა უნდა, ორი განსაკუთრებული თვე იქნება – დეკემბერი და იანვრის პერიოდი, როცა გარკვეულად ეს შეზღუდვები იმოქმედებს. კონკრეტულად, რა შეზღუდვები იმოქმედებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეეძლება კონკრეტულად ხალხს გააცნოს, ეს იქნება საკოორდინაციო საბჭო.

შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს; ეს არის – ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვები, არასენციალური სავაჭრო ობიექტები, სატრენაჟორო სივრცეები. რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში, რომ ქვეყანაში არ იყოს ექსპონეციალური ზრდა, როცა ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს ვღებულობთ, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სრული ლოქდაუნი არ იგეგმება და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მოცემულ სიტუაციასთან არის შეუსაბამო.

ამასთან, კულუმბეგოვი იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების კრიტიკულ შეუსაბამობაში გამოვლინდეს.

„საფრთხე არის, როცა ჩვენ შესაძლოა, კრიტიკულ შეუსაბამობაში აღმოვჩნდეთ პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის. ამ ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ. ადამიანებს ვისაც დასჭირდება ჟანგბადი, ან სარეანიმაციო საწოლი, ისინი ამ სერვისს ვერ მიიღებენ და სახლში დაიღუპებიან. ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, მიმდინარეობს მსჯელობა და შესაბამისი ინტრასტრუქტურის შეძენა იგეგმება.

„ვაქცინები მსოფლიოში, რასაკვირველია, პრობლემაა. ორი-სამი ვაქცინაა ძალიან პერსპექტიულად და სიმპატიურად გამოიყურება, ვნახოთ როგორ იქნება, სახელმწიფო ამაზე ფიქრობს, არის მსჯელობა. იქნება სპეციალური სამაცივრე სისტემები შესყიდული, პირველად იქნება უფრო სამედიცინო სექტორის აცრაზე საუბარი და, ალბათ, ეს უფრო მომავალი წლის თემაა, თქვენ იცით, რომ მსოფლიოშიც არაა ჯერ ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42