
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი რუსთავი ორის კითხვას, ხშირად თუ ურეკავენ ფრაზით - "ოჯახის წევრი მეხრჩობა", პასუხობს, რომ მის მობილურზე ასეთი 100-ზე მეტი ზარი შედის.
კითხვაზე, რას პასუხობს მათ ლევან რატიანი, კლინიცისტი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად ბინაზე მოვლის რჩევებს აძლევს, ხოლო თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ხშირად უარის თქმა უწევს.
"არის შემთხვევები, როცა სახლში პაციენტი და მისი პატრონები ვერ უმკლავდებიან, სამწუხაროდ, ასეთ პაციენტებს ლევან რატიანი ვერ ღებულობს ხშირად, სამწუხაროდ, ინტენსიურ თერაპიაში და რეანიმაციულ განყოფილებაში მათთვის ადგილი ვერ იძებნება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რესურსი, სამწუხაროდ, ამოწურულია, ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ლევან რატიანი მას ვერ მიიღებს". – ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები
