ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ერთ-ერთი პირველი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა.
ოპოზიციის წარმოამდგენლების განცხადებით, გეგმა კვლავ უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლაზე ისევ უარს აცხადებენ. მათი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სამართლიანად განვითარედეს, საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება:
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ ქართული ოცნება მოიტანდა რაღაც შემხვედრს წინადადებებს, მაგრამ თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის რაც საქართველოს მოსახლეობა აირჩია, ძალიან ცდება", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც კანონმდებლობითაა დაშვებული, პროტესტის ყველა ფორმას. ბურთი არის ქართული ოცნების და მთავრობის მხარეს, ჩვენ მეორე რაუნდის ბოლოს ჩვენი წინადადებები დავაფიქსირეთ, ახლა მათი ჯერია", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ქუჩის აქციებით გააპროტესტა შედეგები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები