“ლელო” - მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტალს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში
პოლიტიკა - 12:44, 25 Nov, 2020     341

“ლელოს” ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართეს და ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც პარტიაში აცხადებენ სასიცოცხლოდ აუცილებელია საველე ჰოსპიტლების გაშლა, იმისთვის რომ ქვეყანაში გართულებული სიტუაცია ადვილად სამართავი გახდეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას თმით, მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტლებს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დასაწყობებულია თავდაცვის სამინისტროში. გალდავას თმით სახელმწიფო უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა შეძლოს ქვეყანაში არსებული სიტუაციის მართვა.ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ,,ლელო საქართველოსთვის” და საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები შემდეგი მიმართულებებით:

1) საერთო პროფილის საავადმყოფოების განსატვირთად და სხვა პაციენტების დაავადებისგან დასაცავად, რატომ არ გამოიყენება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდიდან არსებული და სხვა წლებში შევსებული უმაღლესი ხარისხის საველე ჰოსპიტლები დამატებითი სპეციალური სივრცეებით, სადაც დეზინფექციას გაივლიან საველე ჰოსპიტლებში მყოფ დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები;

2) კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ არ არიან ჩართულები სამხედრო ექიმები, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი;

3) საჭიროებისამებრ, რატომ არ გამოიყენება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების რესურსი.

ასევე ვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც მოახდენდა პანდემიის და მისგან გამოწვეული ზიანის შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას, რაც სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. კრიზისული ვითარების ეფექტურად მართვის მიზნით, რატომ არ ფუნქციონირებს ეროვნული სიტუაციური ოთახი?

რაც შეეხება მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ის არის აღმასრულებელი საქმიანობის რგოლი, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კი საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლების მქონე უწყებების ჩართულობას,”- განაცხადა გალდავამ.“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის ვატო სურგულაძის თმით, საველე ჰოსპიტალი, რომლის გახსნაზეც ერთი თვეა საუბარი მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო უკვე გახსნილი უნდა იყოს და პაციენტებს იღებდეს.“ერთი თვეა დგას საკითხი გაიშალოს თუ არა საველე ჰოსპიტლები. სამწუხაროდ გვაქვს ის დრო და ვითარება რომ აუცილებლად უნდა გაიშალოს საველე ჰოსპიტლები, ამის გეგმა თუ სად, როგორ და რამდენ საწოლზე გაიშლება უკვე დაწერილი უნდა იყოს. შესაძლებელია სამხედრო ჰოსპიტალის გაკეთება ან შეძენაც, ჩვენი მეზობელი თურქეთიდან რომელიც პრობლემა არ არის. როდესაც საუბრობენ რომ საწოლი ადგილები არ გვყოფნის არ მესმის, რადგან მისი მართვა პრაქტიკულად არ ხდება. სამინისტრომ უნდა იცოდეს სად და როდის განთავისუფლდება ადგილები, რომ ნაკადები მართოს. ეს კი არ ხდება. სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ საველე ჰოსპიტლების გარეშე ძალიან გაგვიკვირდება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებული სიტუაციის მართვა, ისე რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის ზარალი, როგორც ფინანსური ასევე ადამიანების სიცოცხლით გამოწვეული დანაკარგი,”- განაცხადა სურგულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ზამთრის თბილ დღეებში მურა დათვმა სუფთა ჰაერზე გაისეირნა (ფოტო)
"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ჩუმათელეთი-ხუნევის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
სოფელ ხურჩასთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დფააკავეს - სუსი
"ასე ადვილად თუ დავაგროვებ ქულებს, ყველას სათითაოდ მივულოცავ" - 10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება - ე.წ. სასამართლო დღეს უკვე მესამედ გადაიდო
კასპში, საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - BBC
საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება - დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს
"შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხება" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც დააჯარიმეს
"შესაძლოა დისტანციურმა სწავლებამ სერიოზული გავლენა იქონიოს ბავშვების მენტალობაზე" - ინფექციონისტები ონლაინსწავლების მძიმე შედეგებე
"არ ვიტყვი მანქანაზე უარს, ჩემი 2006 წლისაა და ძალიან გაცვეთილია" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42